მარიანა ჩოლოიანის საქმის პროკურორი - საქმეში მოიპოვება დაზარალებულის, პოლიციაში მყოფი პირების ჩვენებები, ვიდეომტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ მან დანაშაული ჩაიდინა

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მარიანა ჩოლოიანის საქმის პროკურორის ლევან ქუთათელაძის განცხადებით, ჩოლოიანის წინააღმდეგ არსებობს მოწმეთა ჩვენებები, მათ შორის, პოლიციის განყოფილებაში მყოფი პირების. ქუთათელაძე ასევე აცხადებს, რომ ჩოლოიანის საქმეზე ჩვენებები მიცემული აქვთ პოლიციელებსაც და მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება ჩოლოიანის მხრიდან დანაშუალის ჩადენის ფაქტი.

"ალბათობის მაღალი ხარისხით არსებობს მტკიცებულობათა ერთობლიობა, რომ ბრალდებულ მარიანა ჩოლოიანის მიერ ჩადენილი იქნა 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ორი ეპიზოდი. საქმეში მოიპოვება დაზარალებულის, დაზარალებულის უფლებამონაცვლის ჩვენებები, ასევე ნეიტრალური მოწმეთა ჩვენებები, ასევე პოლიციის განყოფილებაში მყოფი პირების ჩვენებები, ვიდეომტკიცებულებები, რომლებიც ალბათობის მაღალი ხარისხით ადასტურებს, რომ მარიანა ჩოლოიანმა ჩაიდინა დანაშაული", - განაცხადა ქუთათელაძემ.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე მარიანა ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. ბრალდებული გამომძიებლის ადვოკატები კი, ჩოლოიანის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობას დააყენებენ, ალტერნატივის სახით კი, სასამართლოს შესაძლოა გირაო შესთავაზონ.

ლუკა სირაძის ოჯახის ადვოკატის, რევაზ აჭარაძის განცხადებით, მარიანა ჩოლოიანის წინააღმდეგ საქმეში არაერთი მტკიცებულება არასებობს, მათ შორის, ლუკა სირაძისა და "მწვანე სკოლის" უსაფრთხოების მენეჯერის ჩვენებები.

ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა,17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ლუკა სირაძის საქმეზე, პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის მხრიდან ადმინისტრაციული გადაცდომა გამოკვეთა. უწყებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა პოლიციის მუშაკებისთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის მიზნით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა