15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მარიანა ჩოლოიანის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დაიხურა

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მარიანა ჩოლოიანის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დაიხურა.

აღნიშნული შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა. საქმის პროკურორის, ლევან ქუთათელაძის განცხადებით, სასამართლოს მიმდინარეობისას გაჟღერებული იქნება ისეთი ინფორმაცია, რომელიც არასრულწლოვანთა პერსონალურ მონაცემებს შეეხება, რის გამოც სხდომა დახურულ რეჟიმში უნდა წარიმართოს.

პროცესის დახურვის შუამდგომლობას დაეთანხმნენ მარიანა ჩოლოიანის ადვოკატებიც.

ბრალდების მხარის შუამდგომლობა მოსამართლე ლელა კალიჩენკომ დააკმაყოფილა.

ბრალდებული გამომძიებლის ინტერესებს სასამართლოში 5 ადვოკატი იცავს.

ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს