მამუკა მდინარაძე - ველოდებით ოპოზიციის ვარიანტს, რომელიც იქნება რაციონალური და არა ისეთი სასაცილო, რაც გაახმოვანეს - 135/15-ზე

პარლამენტის უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველო არანაირი საფრთხის წინაშე არ დგას, გამონაკლისი განცხადებების გამო,რომ პარტნიორებთან ურთიერთობები გაუფუჭდეს.

ამის შესახებ მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდი შეგუებულია, რომ ოპოზიციას საგარეო ფლანგზე კრიტიკაზე დაფუძნებული რეჟიმი აქვს არჩეული.

„ჩვენ ვნახეთ გარკვეული პერიოდის წინ კრიტიკა, რომელიც დაფუძნებული აღმოჩნდა, რომ არარეალურ ფაქტებზე და არასწორად მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იყო გაკეთებული. ამის შემდეგ, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი შედგა პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანლობით, მაშინაც ვნახეთ, რომ აბსოლუტურად პოზიტიური და მხარდამჭერი იყო, თუმცა, ამას კვლავ მოჰყვა არასწორი ინფორმაციები.

როგორც ჩანს, ბრძოლის ასეთი რეჟიმი საგარეო ფლანგზე გვექნება და ჩვენ ამას ვეგუებით, მაგრამ საბოლოო ჯამში მთავარია, ჩვენ არანაირი საფრთხის წინაშე არ ვდგავართ, რომ ურთიერთობები გაგვიფუჭდეს ამ გამონაკლისი განცხადებების გამო ჩვენს პარტნიორებთან. ჩვენი ამოსავალი წერტილი არის მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომელიც აბსოლუტურად პოზიტიური იყო. ჩვენი ამოსავალი წერტილი ასევე გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დღევანდელი განცხადება, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას გადავუხდით. საელჩომ მოგვიწოდა, რომ დავუსხდეთ დიალოგის მაგიდას, ამისთვის ჩვენ მოწოდებულები ვართ და ველოდებით ოპოზიციის შემოერთებას დიალოგის მაგიდასთან, ასევე, მათ კომპრომისულ ვარიანტს, რომელიც იქნება რაციონალური და არა ისეთი სასაცილო, რაც გაახმოვანეს - 135/15-ზე რაც წარმოუდგენელია. ელემენტარულად, რუკა რომ დაიჭიროთ ხელში და საქართველო 15 ოლქად დაყოთ, მიხვდებით როგორ პარადოქსთან გვექნება საქმე“, - განცხადა მდინარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა