ირაკლი აბესაძე - როცა საარჩევნო წელს ოპოზიციის ერთ-ერთ აქტიურ ლიდერს უდიპლომო, ყოფილი მთავარი პროკურორის ხელით აკავებენ, სამართლიან სასამართლოზე საუბარი ზედმეტია

როდესაც საარჩევნო წელს ოპოზიციის ერთ-ერთ აქტიურ ლიდერს იგივე საქმეზე უდიპლომო, ყოფილი მთავარი პროკურორის ხელით განმეორებით აკავებენ და რაც მთავარია, ზეპირი მოსმენის გარეშე ისე, რომ მისი დაცვის უფლება არ არის დაცული, რა თქმა უნდა, სამართლიან სასამართლოზე საუბარი ზედმეტია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გიგი უგულავას დაკავების საქმეზე ისაუბრა.

აბესაძის თქმით, აბსოლუტურად ლოგიკურია, ის რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო პარტნიორები ევროკავშირი, ევროპის ქვეყნები და აშშ ამ ყველაფერს პოლიტიკურ დევნად აფასებენ.

„ასევე, აფასებენ სამართლიანი სასამართლოს არარსებობის პირობებში პოლიტიკურ ოპონენტზე ძალადობად და იმ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ხელისშემშლელ უმთავრეს ფაქტორად, რომელიც თავად „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა“, - განაცხადა აბესაძემ.

მისი თქმით, ძალიან ლოგიკურია ის უმწვავესი კრიტიკული გამოხმაურებები, რასაც საზოგადოება დასავლეთისგან ისმენს.

„რა თქმა უნდა, ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება. რაც შეეხება ოპოზიციის გეგმებს, იგეგმება გარკვეული შეთავაზების გაკეთება პროპორციული და სამართლიანი არჩევნების მიღების მიზნით ქვეყანაში, თუმცა სამართლიანი არჩევნების ჩატარება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობაა. რასაც ოპოზიცია გააკეთებს ეს არის ერთიანად, უმწვავესი პროტესტის ფონზე არჩევნებამდე მისვლა და შემდგომ, არჩევნებში, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის გარდაუვალი დამარცხება, რომლის გარეშეც ქვეყნის განვითარების გაგრძელება წარმოუდგენელია“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

მისი განმარტებით, თუ არ შეიცვალა ივანიშვილის ხელისუფლება ეს ჩვენი ქვეყნის უმთავრეს სტრატეგიაზე აისახება, კერძოდ კი, უსწრაფეს ინტეგრაციაზე ნატო-სა თუ ევროკავშირში, ასევე ევროპასთან და აშშ-სთან პარტნიორობაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა