ანა დოლიძე - ბევრი სახელმწიფო უწყება იშვიათი გამონაკლისების გარდა, ფაქტობრივად გაძეგლებულია ჩვენს ქვეყანაში

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე სამგორში, გრიგოლ ლორთქიფანიძის 94 ნომერში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა.

მოსახლეობის თქმით, მათ კანალიზაციის პრობლემა 2012 წლიდან აწუხებთ და ამის გამო ინფექციურ საავადმყოფოში არაერთხელ იმყოფებოდნენ.

ანა დოლიძემ სამგორის რაიონის გამგებელ კახა სამხარაძესთან შეხვედრა მოითხოვა, რათა მოსახლეობასთან ერთად არსებულ პრობლემაზე ესაუბრა. შეხვედრის შემდეგ ანა დოლიძემ განაცხადა, რომ გამგებლისგან დაპირება მიიღეს და აღნიშნული პრობლემა ერთი თვის პერიოდში აღმოიფხვრება.

“ძალიან ბევრი სახელმწიფო უწყება იშვიათი გამონაკლისების გარდა, ფაქტობრივად გაძეგლებულია ჩვენს ქვეყანაში და ხალხს უწევს წლებით სიარული უწყებიდან უწყებაში, სანამ რამე საკითხი გადაუწყდება. დღეს ჩვენ პირისპირ შევხვდით გამგებელს და მის თანამშრომლებს, მივიღეთ დაპირება, რომ გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები. ეს არის უმწვავესი საკითხი, დევნილების მიერ დასახლებულ კორპუსში ეზო იტბორება კანალიზაციით. მივიღეთ დაპირება, რომ გადაიდგმება ქმებითი ნაბიჯები და მაქსიმუმ ერთ თვეში ეს პრობლემა გადაიჭრება. სამწუხაროა, რომ ამ ხალხს მოუწია ამ ეტაპამდე მოსვლა და დევნა უწყებიდან-უწყებამდე. ამ საკითხს ყურადღებას არ მოვაკლებთ და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ყურადღების ქვეშ ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყდება,” - განაცხადა ანა დოლიძემ.

აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი გააკეთა სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილე სოსო ბურდულაძემაც. მისი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს გამგეობა თავის თავზე აიღებს და უახლოეს პერიოდში დასრულდება.

,,2012 წელს აღნიშნულ მისამართზე 22 ოჯახი იქნა შესახლებული. დევნილთა განსახლების სამინისტროს მიერ სრულიად რეაბილიტირდა კორპუსი, მიწისქვეშა კომინიკაციები და შიდა სარემონტო სამუშაოები. იმ ეტაპისთვის, არ იყო დაზიანებული საკანალიზაციო ქსელი რასაც ეს მოსახლეობა აღნიშნავს. სამგორის გამგეობის მიერ აღნიშნულ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილია ეზო, მისასვლელი გზები, სახურავები და სხვა. ამ ეტაპისთვის, წარმოშობილი არის საკანალაზიციო ქსელის პრობლემა, რომლის რეაბილიტიციაც ჩვენ ვიღებ ჩვენს თავზე და მაქსიმუმ ერთი თვის პერიოდში ეს საკითხი მოგვარებული იქნება”, - განაცხადა სოსო ბურდულაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა