გია ჟორჟოლიანი - ხალხმა უნდა დაინახოს, რომ “ნაცმოძრაობის” მხარდაჭერით ის უკან მიდის, „ოცნების” მხარდაჭერით კი იგივე ადგილზე ჩერდება

პარტია "სოციალ-დემოკრატების" ლიდერის გია ჟორჟოლიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ ისეთი გადაწყვეტილებები მიიღოს, რომელიც საარჩევნო გარემოს ღიაობას, სამართლიანობასა და ინკლუზიურობას შეუწყობს ხელს.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები სტაბილურობას ხელს არ შეუწყობს.

“მნიშვნელოვანია, ჩვენი საარჩევნო სისტემის უფრო მეტად ღიაობისკენ წასვლა. ახალ პოლიტიკურ ძალებს ან ტრანსფორმირებულ პოლიტიკურ ძალებს მიეცემათ მეტი შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, იმიტომ, რომ ეს ორპოლუსიანი სისტემა აშკარად კრიზისს განიცდის და ვიდრე ეს ორი ძალა “ქართული ოცნება” და „ნაციონალური მოძრაობა” იქნება ერთადერთი ალტერნატივა ამომრჩევლისთვის, ჩვენი მდგომარეობის რადიკალურად გაუმჯობესების იმედი არ უნდა გვქონდეს. ერთმანეთის მიმართ პროტესტის გამოხატვის გარდა, აღარ შერჩენიათ არავითარი ხედვა და განვითარების რესურსი. მაქსიმალურად მეტი პროპორციულობისკენ და ჩართულობისკენ წასვლა ყველა შემთხვევაში წაადგებოდა ქვეყანას. მოვუწოდებდი ყველას, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯი გადაედგა. ჩვენი პარტია არჩევნებში მონაწილეობის მიღებას დამოუკიდებლად აპირებს, არავითარ შემთხვევაში არ ვითანამშრომლებთ “ნაციონალურ მოძრაობასთან” და მის სატელიტებთან ან მოკავშირეებთან. ჯანსაღ ძალებთან მზად ვართ, რომ ვითანამშრომლოთ. ჩვენთან სიტყვა ოპოზიციის სინონიმი გახდა “ნაციონალური მოძრაობა”, ეს ასე არ არის. “ნაციონალური მოძრაობა” არის ანტისისტემური პოლიტიკური ძალა, რომელიც არ არის მზად კონსტრუქციულად ქვეყნის განვითარების წაყვანისთვის. განვითარებული მოვლენები სტაბილურობას ხელს არ შეუწყობს. ეკონომიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ

პოლიტიკაში არავითარი წინააღმდეგობა “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის არ არსებობს. ერთი და იგივე კანონები აქვთ ძირითადად და ერთი და იგივე კანონებს ინარჩუნებენ. “ნაციონალური მოძრაობის” მცდელობა დაბრუნდეს ხელისუფლებაში, არის მცდელობა, რომ ისტორიის ბორბალი დაატრიალონ უკან და ეს დამღუპველი იქნება ქვეყნისთვის. მე მიმაჩნია, რომ ქართველმა ხალხმა უნდა დაინახოს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერით ის მიდის უკან, “ქართული ოცნების” მხარდაჭერით ის ჩერდება იგივე ადგილზე, მაგრამ სინამდვილეში ისევ მიდის უკან და ამიტომ ახალ გზაზე უნდა დადგეს”,- განაცხადა ჟორჟოლიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა