ირაკლი ნადარეიშვილი - ეკონომიკის სამინისტროში ათამდე სხვადასხვა პროგრამა და სხვადასხვა ინსტრუმენტი მოქმედებს, რომელიც ფინანსებზე ხელმისწავდომობის გაუმჯობესკებინაა მიმართული

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ქართული ეკონომიკისთვის ნომერ პირველ პრიორიტეტს წარმოადგენს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ფორუმზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ის გამოწვევა, რაც აქვს და ჰქონდა მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ჩათვლით, არის ის ამოცანა, რომლის გადაჭრაზეც სახელმწიფო საკმაოდ ინტენსიურად მუშაობს ბოლო წლების განმავლობაში.

ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, მხოლოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფარგლებში მოქმედებს ათამდე სხვადასხვა პროგრამა, სხვადასხვა ინსტრუმენტი როგორც მონეტარული, ასევე სხვა ტიპის, რომელიც მიმართულია როგორც ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისკენ, ასევე ზოგადად მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისკენ საქართველოში.

„მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, რომ მხოლოდ „აწარმოე საქართველოს“ სესხების თანადაფინანსების პროგრამას ჰყავს 450-ზე მეტი ბენეფიციარი, 9 ათასზე მეტი ბენეფიციარი გვყავს მცირე გრანტების მიმართულებით. გარდა „აწარმოე საქართველოსი“, ტურიზმის ადმინისტრაცია ახორციელებს ძალიან საინტერესო პროგრამებს, მათ შორის გადამზადების და ტრენინგის პროგრამებს, რომელშიც გასულ წელს 2 ათასზე მეტმა მცირე და საშუალო ბიზნესის ოპერატორმა მიიღო მონაწილეობა სასტუმროების და ზოგადად ტურიზმის განვითარების მიმართულებით. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მთელ რიგ პროგრამებს, რომლებიც კონკრეტულად მიმართულია ინოვაციური და ტექნოლოგიური ბიზნესების განვითარებისთვის“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრო და ყველა მისი დაქვემდებარებული უწყება მუდმივ რეჟიმში ახორციელებს ამ პროგრამების ეფექტურობის, მათი მიმდინარეობის მონიტორინგს და შესაბამისად, პროგრამების რედიზაინისა და გაუმჯობესების, ასევე ახალი პროგრამების შემოღების გადაწყვეტილებას იღებს.

„გასული წელი ამ თვალსაზრისით გამორჩეული იყო. „აწარმოე საქართველოს“ და სასტუმრო ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით მთელი რიგი ინიციატივები განვახორციელეთ პროგრამების შეცვლის მიზნით. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, უკეთესი ტარგეტირება განხორციელდეს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის თვალსაზრისით, მათ შორის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ეკონომიკისა და მადგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ფორუმი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებაზე განიხილეს კაპიტალსა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის საკითხები USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის პრიორიტეტულ სექტორებში (მსუბუქი წარმოება, ტურიზმი, ინტელექტუალური სერვისები, შემოქმედებითი ინდუსტრიები) და მათი ზეგავლენა სამუშაო ადგილების შექმნაზე და ინვესტიციების და შემოსავლების ზრდაზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა