„ახალი საქართველოს“ წევრი თამთა შამათავა - საქართველოს სწრაფად მზარდი ტურისტული ქვეყნების რეიტინგში ვერ მოხვდა

პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს" სათათბიროს წევრი, თამთა შამათავა მიმდინარე წლის 4 თებერვალს, მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგს ეხმაურება.

თამთა შამათავას თქმით, იმის ფონზე, როდესაც ქვეყნის ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯება ტურიზმის სფეროს პოპულარიზაციისთვის, საქართველო, რეიტინგის ტოპ ოცეულშიც კი ვერ მოხვდა და რეგიონში ყველა ქვეყანამ გაგვისწრო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ახალი საქართველოდან“ აცნობეს, პოლიტიკური პარტიის წევრს, რომელიც ტურიზმის განვითარების მიმართულებით მუშაობს, მიაჩნია, რომ ამ მიმართულებით მასშტაბური სამუშაოებია ჩასატარებელი. მისივე განცხადებით, საქართველოში არის 80 აუთვისებელი კურორტი, რომელიც მსოფლიო დონის დასასვენებელ ადგილად შეიძლება იქცეს. შამათავას განცხადებით, სარეაბილიტაციო ტურიზმის მიმართულებით, საქართველო უკონკურენტოა რეგიონში და ეს აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული.

"მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ, 4 თებერვალს სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულებების რეიტინგი გამოაქვეყნა. სამწუხაროდ, საქართველო 2019 წლის ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებებში ვერ მოხვდა, მაშინ როდესაც ჩვენი მეზობელი სახელმწიფოები რეიტინგის ტოპ ოცეულში იკავებენ ადგილს. მაგალითისთვის, სომხეთი მე-12 ადგილზეა და გასულ წელს 14,4%-იან ზრდას აჩვენებს ტურიზმის სექტორში. აზერბაიჯანი მე-17 ადგილს იკავებს, თურქეთმა კი მე-13 ადგილი დაიკავა და ტურიზმის სექტორის 14%-იანი ზრდა აჩვენა. სამწუხაროა, რომ უდიდესი ტურისტული პოტენციალის მქონე საქართველო, ამ ჩამონათვალში ვერ მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმი დეკლარირებულია, როგორც პრიორიტეტული მიმართულება, დღემდე ვერ ვახერხებთ რესურსების ათვისებას და გარღვევას მსოფლიო ბაზარზე. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გასულ წელს 16 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა ქვეყნის მარკეტინგში საზღვარგარეთ, მაგრამ ქვეყნის შიგნით არაფერი იცვლება. აქ ჩამოსულ ტურისტს ისევ ხვდება მოუწესრიგებელი ინფრატრუქტურა, წყლის პრობლემები და დაბალი სერვისი. ამას წლევანდელი ზამთრის სეზონის ჩავარდნა და გუდაურიდან და ბაკურიანიდან გაქცეული ტურისტებიც მოწმობს.

ბოლო რამდენი წელია. არც ერთი ინიციატივა ან ინფრასტრუქტურული პროექტი არ განხორციელებულა. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას აქვს მასშტაბური, მეგაპროექტების დეფიციტი, რომლის გარეშეც ტურიზმის სწრაფი დაეფექტური განვითარება მოკლე დროში შეუძლებელია. დარწმუნებული ვარ, არც იციან, რომ მაგალითად, საქართველოში გვაქვს 80 აუთვისებელი საკურორტო ადგილი, სადაც მსოფლიო დონის კურორტების მოწყობა შეიძლება. გამაჯანსაღებელი ტურიზმი არის ის, რაშიც ათჯერ მეტს იხდის ამ მისიით ჩამოსული ადამიანი. თუ ერთი ტურისტი საშუალოდ ხარჯავს 200- 300 $, გამაჯანსაღებელ ტურიზმს ერთ ადამიანზე მოაქვს საშუალოდ 2 000 $. ჩვენ შეგვიძლია ეს ნიშა დავიკავოთ რეგიონში, თუმცა ამას სჭირდება აქტიური მუშაობა, რითაც არსებული ხელისუფლება ვერ და არ გამოირჩევა“,- განაცხადა თამთა შამათავამ.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, თამთა შამათავამ, არაერთი შეხვედრა გამართა ქართველ და ევროპელ დარგის სპეციალისტებთან, სადაც ტურიზმის სფეროს პოპულარიზაციის, განვითარების და სწორი დაგეგმარების ასპექტებზე ისაუბრეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა