ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და USAID-ის წარმომადგენლებს შორის  შეხვედრა გაიმართა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დონორ საერთაშორისო ორგანიზაცია USAID-თან მჭიდრო თანამშრომლობას აგრძელებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, USAID -ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებთან და Solimar International-ის ექსპერტებთან ერთად ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს მართავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს.

უწყების ცნობით, ტურიზმის სამოქმედო გეგმის განხილვას ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი დაესწრო.

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ დონორი ორგანიზაცია USAID- ის მხარდაჭერით ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რაც შეეხება ტურიზმის სამოქმედო გეგმის განახლებას და ახალ გამოწვევებზე მორგებას. აღნიშნულ პროცესში ერთად ვმუშაობთ კერძო სექტორთან ერთად. ჩვენ შევიმუშავეთ ის მონახაზი, რომელიც დაგვეხმარება როგორც სახელმწიფო უწყებას, ისევე როგორც ტურიზმში ჩართულ კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომ ერთიანად განვახორციელოთ ის სამოქმედო გეგმა, რომელიც ჩვენს ქვეყანას მიიყვანს დასახულ მიზნამდე, რაც გულისხმობს ტურიზმის განვითარებას, მეტი მხარჯველუნარიანი ტურისტების შემოყვანას და სწორ პოზიციონირებას საქართველოს, როგორც აქტიური ტურისტული მიმართულება საერთაშორისო ტურისტულ არეალზე“, -განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოში ტურიზმის განვითარების პრაქტიკული რჩევების გაცემისა და კონკრეტული აქტივობების დაგეგმვის მიზნით, სამუშაო შეხვედრების ფარგლებში შეიქმნა თემატური ჯგუფები: სტატისტიკის, მარკეტინგისა, პროდუქტის განვითარების და სერვისის ხარისხის მიმართულებით. სამუშაო შეხვედრებს კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

“USAID-ის უსაფრთხოების პროგრამის მიზანი 2020-25 წლების ტურიზმის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში დახმარების აღმოჩენაა. ჩვენ ვმუშაობთ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, სხვადასხვა სამთავრობო უწყებებთან, ასევე კერძო სექტორთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რომ საერთო ძალისხმევით ტურისტული პროდუქტების ტრანსფორმირება მოვახდინოთ და მიზნობრივი ბაზრებიდან საქართველოში მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები მოვიზიდოთ. ჩვენი მიზანია მუდმივად განვაახლოთ, გავაუმჯობესოთ საქართველოს ტურისტული პროდუქტები. ჩვენ ტექნიკურ მხარდაჭერას ვახორციელებთ, ეს მოიცავს საგრანტო პროგრამასაც. გვაქვს ჩვენ ბევრი მექანიზმი გვაქვს, რომ დავეხმაროთ ტურიზმის სექტორს“, -აცხადებს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი მარკ მაკორდი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა