ბათუმი ისრაელში  წლის მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად მეორედ დასახელდა

ისრაელში ბათუმი 2019 წლის მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა. წამყვანმა სამოგზაურო ვებგვერდმა lametayel.co.il ბათუმს ეს ტიტული გასული წლის შემდეგ უკვე მეორედ მიანიჭა. ამის შესხებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, 2019 წელს, ბათუმის შესახებ სტატიებზე ვებგვერდ lametayel.co.il-ის მეშვეობით მილიონობით უნიკალურ მომხმარებლებს ჰქონდა წვდომა.

სამოგზაურო გვერდის წარმომადგენლებმა სპეციალური ჯილდო თელავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე თამარ კაიკაციშვილს გადასცეს.

პოპულარული სამოგზაურო ონლაინ გვერდი Lametayel მოგზაურობის შესახებ 500 000 გვერდზე მეტ სამოგზაურო ინფორმაციას მოიცავს და მთავარი გვერდის გარდა ის 10 პატარა ონლაინგამოცემას ფლობს, რომლებიც ცალკეულ ტურისტულ მიმართულებებზეა ფოკუსირებული.

Lametayel-ი ისრაელში მოგზაურობასთან დაკავშირებით Google-ში ყველაზე ხშირად ძებნადი ვებგვერდია. მას ყოველთვიურად საშუალოდ 1,3 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს. "სასიხარულოა, რომ ბათუმი უკვე მეორედ დასახელდა ისრაელში წლის მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად. http://lametayel.co.il არის უმსხვილესი სამოგზაურო ვებპორტალი ისრაელში, რომელსაც მილიონობით მომხმარებელი ჰყავს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი აღიარება. ბათუმისა და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი ნამდვილად მზარდია ისრაელში. ვიზიტორების რაოდენობა არ წყდება სტენდთან, რომლებსაც აინტერესებთ ყველაფერი ჩვენი ტურისტული მიმართულების შესახებ. ბუნებრივია, ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს აჭარაში ისრაელიდან ტურისტებისა და მოგზაურების რაოდენობა," -განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ კაიკაციშვილმა.

მათივე ცნობით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ისრაელის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმისტრაციისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს. გამოფენა 11 თებერვალს გაიხსნა და დღეს დასრულდება.

ლევან დოლიძე - სირიაში მოვლენების განვითარება დამოკიდებულია იქნება იმაზე, რამდენად კოორდინირებულად იმოქმედებს ნატო, აშშ და თურქეთი, თუმცა, საქართველოში სირიიდან მიგრანტების დიდ ნაკადს არ ველი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.02.2020
ირაკლი მელაშვილი - ვფიქრობ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებულ  ფონზე ხელისუფლებას გაუჭირდება ოპოზიციისთვის მოლაპარაკებების ჩაშლის გადაბრალება
როგორ დავაჩქაროთ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება აზიასა და წყნარ ოკეანეთში
სასიამოვნო სიურპრიზი „ტოიოტასგან“ საავტომობილო რბოლის მოყვარულთათვის
ადგილობრივი სასტუმროების ჯგუფური და ინდივიდუალური დაჯავშნის ონლაინ პლატფორმა HOTEL HUB GEORGIA ბაზარზე ოპერირებას ამიერიდან HOTEL HUB GROUP-ის სახელით გააგრძელებს
„ბადაგონს“ საუკეთესო ქართული ღვინის კომპანიის სტატუსი მიენიჭა
GM Pharma-ს („ჯი-ემ-პი“) ხარისხის ახალი ISO სერტიფიკატი გადაეცა
სამსუნგმა Galaxy S20 სერია წარადგინა
PSP პირველი ჩაერთო გაეროს განვითარების პროგრამის პროექტში „სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“