ირაკლი ღარიბაშვილი რუმინელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, რუმინელ კოლეგას ნიკოლა-ლონელ ჩიუშას შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ცნობით, თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია, შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის განმტკიცების საკითხები და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები განიხილა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რუმინეთის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები, სტრატეგიული მზადყოფნა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით განხორციელებული რეფორმები ხელს უწყობს ურთიერთთავსებადობის გაზრდასა და ნატოში გაწევრიანებისთვის საქართველოს მომზადებას. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელებაში რუმინეთის წვლილზე.

„მინისტრები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში რუმინეთსა და საქართველოში გაცვლითი ვიზიტები განხორციელდება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებთან შეხვედრებს ბრიუსელში მიმდინარე ნატოს თავდაცვის მინისტერიალის პარალელურად მართავს. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი უკვე შეხვდა ლიეტუველ კოლეგას. დაგეგმილია შეხვედრები ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან და მის მოადგილესთან, ასევე ბულგარეთის, ესტონეთის, ჩეხეთისა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრებთან. ირაკლი ღარიბაშვილი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომასაც დაესწრება”, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა