თამარ ჩუგოშვილი - დაკავებების სერიის გაგრძელება კიდევ უფრო გაამყარებს მძიმე  განწყობებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის მიმართ ბოლო პერიოდში დაიწყო

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პროცესები თუ ასე გაგრძელდება, ეს სერიოზულად დაუმძიმებს საქართველოს ურთიერთობას, როგორც ევროკავშირთან, ასევე დასავლელ პარტნიორთან.

მისივე თქმით, ფაქტობრივად ყველა წამყვანი ოპოზიციური ძალის ლიდერის მიმართ საქმეა აღძრული.

"ევროკავშირის განცხადება საკმაოდ დიპლომატიურად გამოხატავს იმ ზოგად განწყობას, რომელიც არსებობს ევროკავშირშიც, აშშ-იც და ზოგადად პარტნიორების მიმართ. ნოემბრიდან მოყოლებული მოვლენები, რაც ჩვენს ქვეყანაში ვითარდება, ჩვენი პარტნიორებისთვის სერიოზული წუხილის საგანია და ეს ალბათ, გამოვლინდება დღეს, მოგვიანებით უკვე კომიტეტის სხდომაზე, ევროპარლამენტში და იმ დოკუმენტში, რომელსაც მიიღებენ",- განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, ყველა ჩვენი მეგობარი მოგვიწოდებს სიტუაციის ნორმალიზებისკენ, შეთანხმებისკენ, კომპრომისებისკენ, ორივეს მხრიდან, მაგრამ ამის სურვილი სამწუხაროდ, ჩვენთან ადგილობრივ პოლიტიკურ სივრცეში არ ჩანს.

"ფაქტობრივად, ყველა განცხადება რომელიც უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთდა, გამოხატავს იმ სერიოზულ კითხვებს, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით არის. ეს არ იქნებოდა ესე, ერთი იზოლირებული საქმე რომ იყოს. ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ ფაქტობრივად, ყველა წამყვანი ოპოზიციური ხალხის ლიდერი ან არის უკვე პასუხისგებაში მიცემული, ან შინაპატიმრობაშია, ან საპატიმრო დაწესებულებაში, ან გამოძიების ქვეშ..ასეთი რამ დემოკრატიულ ქვეყნებში არ ხდება. ეს გარკვეულწილად შეუთავსებელია და სხვა ანალოგის, რომ ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი უცებ კრიმინალი აღმოჩნდეს და თან ის გაასამართლოს მართლმსაჯულების სისტემამ, რომელიც სერიოზულად ხარვეზიანი სისტემაა და რომლის მიმართ ნდობა არ არსებობს. შესაბამისად, აღნიშნული არის ამ განცხადებებსა და დამოკიდებულებებში ასახული.და ამ დაკავებების სერიის გაგრძელება კიდევ უფრო გაამყარებს ამ მძიმე განწყობებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის მიმართ ბოლო პერიოდში დაიწყო და არ იყო აქამდე. პირიქით იყო პოზიტიური და მხარდამჭერი და ბოლო თვეებია მოტრიალდა და შეიცვალა",- განაცხადა ჩუგოშვილმა

ცნობისთვის, ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა დღეს განცხადება გაავრცელა. ევროკავშირი დეტალურად ეცნობა უზენაესი სასამართლოს მიერ ოპოზიციის ლიდერის, გიგი უგულავას საქმეზე სულ ახლახანს მიღებულ გადაწყვეტილებას.

„გარემოებები, რომლებიც თან ახლავს სასამართლოს გადაწყვეტილებას, არ უწყობს ხელს წინსვლას პოლიტიკური დიალოგის პროცესში, რომლის მიზანი საქართველოში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის განმუხტვაა, რაც ასე აუცილებელია.

სასამართლოს დამოუკიდებლობის უმაღლესი სტანდარტის, სამართლიანი სასამართლოსა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა ის აუცილებელი ვალდებულებებია, რომლებიც საქართველოს ეკისრება ევროკავშირი - საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში.

ევროკავშირი გააგრძელებს დაკვირვებას საქართველოში მიმდინარე ყველა იმ სასამართლო პროცესზე, რომელიც მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს იწვევს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა