ესტონეთის საგარეო უწყება  უგულავას საქმეზე - გარემოებები, რომელიც ამ ვერდიქტს ახლავს თან, ვერ შეუწყობს ხელს პოლიტიკური დიალოგის გაგრძელებას

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავებას ეხმაურება.

„ჩვენ შეშფოთებით თვალყურს ვადევნებთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გიგი უგულავას წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებას. გარემოებები, რომელიც ამ ვერდიქტს ახლავს თან, ვერ შეუწყობს ხელს პოლიტიკური დიალოგის გაგრძელებას, რომელიც ასე საჭიროა საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობის დეპოლარიზაციისთვის“,-ნათქვამია განცხადებაში.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა