ანონსი  13 თებერვალი

13 თებერვალს, 10:00 საათზე, სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომლები ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან აქციას გამართავენ.

13 თებერვალს, 10:30 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეინში“ აივ ინფექცია/შიდსის და ტუბერკულოზის სფეროში მოღვაწე სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი გაიმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, ასევე არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოს წარმომადგენლები.

მის: 26 მაისის მოედანი, 1

საკონტაქტო: თათია - 599 499 004; ირინა - 599 28 38 39.

13 თებერვალს, 11:30 საათზე, შვილმოკლული მშობლები, ჯამბულ გამცემლიძე და ია მეტრეველი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავენ.

მის: გალის ქ.#1 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან)

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

13 თებერვალს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური მდივანი, გოჩა თევდორაძე მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ განცხადებას გააკეთებს და „პატრიოტთა ალიანსის“ პოზიციას დააფიქსირებს.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო : 593 53 45 24

13 თებერვალს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „მემარცხენე ალიანსის“ გენერალური მდივნი კახა ძაგანია მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ განცხადებას გააკეთებს.

მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით). III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

13 თებერვალს, 12:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის” გორის რეგიონულ ოფისს გახსნის და ადგილობრივ გუნდს წარადგენს.

მის: გორი, ჭავჭავაძის #35

საკონტაქტო ნომერი: 577403734

13 თებერვალს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

13 თებერვალს, 13:00 საათზე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N239 (C კორპუსი, II სართული)

13 თებერვალს, 14:00 საათზე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: 2019 წელს ჩადენილი ოჯახში ძალადობის ფაქტები.

მის: ორთაჭალა, გულუას ქ #10

13 თებერვალს, 14:00 საათზე, მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

მის: გალის ქ.#1 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან)

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

13 თებერვალს, 14:00 საათზე, „ლეიბორისტული პარტიის“ ცენტრალურ ოფისში, „პოლიტიკური დევნის საკითხთა შემსწავლელი კომისიის“ საგანგებო სხდომა გაიმართება.

თემა: შეკრებაზე გიგი უგულავას დაპატიმრების საკითხზე სპეციალური მოსმენა შედგება, ასევე განიხილება პოლიტიკურ დევნის პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

საკონტაქტო: ელენე ბერიძე - 593 544 333

13 თებერვალს, 14:00 საათზე, პროფესიულ კოლეჯში „მერმისი“, აღმოსავლეთ საქართველოში მოქმედი სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლების შერჩეული პედაგოგებისთვის ტრენინგი გაიმართება.

ტრენინგს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი დაესწრება.

მის: დავით გურამიშვილის #72 ა

13 თებერვალს, 15:30 საათზე, საია-ში თემურ აბაზოვის საქმესთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაკეთდება.

მის: კახიძის 15

13 თებერვალს, 18:00 საათზე, ახალგაზრდულ სივრცეში „სექტორი 3“, შედგება საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: „სასტიპენდიო პროგრამები იტალიასა და საფრანგეთში“. საუბარი შეეხება განათლების საერთაშორისო ცენტრისა და საქართველოში საფრანგეთისა და იტალიის საელჩოების თანამშრომლობით მიმდინარე სასტიპენდიო კონკურსებს. ღონისძიებაზე პროგრამის ორგანიზატორები დაინტერესებულ საზოგადოებას კონკურსის მიზნებსა და პროცედურებს გააცნობენ.

მის. გიული ჭოხონელიძის N5

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა