არჩილ თალაკვაძე უგულავას საქმეზე -  მესმის წუხილი, რაც იყო გამოთქმული - საკითხი, ვფიქრობ, უნდა ამოიწუროს, მიუკერძოებელი მისიის დასკვნებით

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კითხვების მოსახსნელად და დეზინფორმაციის ასაცილებლად ევროპარლამენტს ქართული მხარე გიგი უგულავას საქმეზე ფაქტების შემსწავლელი მისიის შექმნას სთავაზობს.

როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ მისიის დასკვნის შემდეგ ამოიწურება ის კითხვები, რაც პარტნიორებს გიგი უგულავას დაკავების დროსთან დაკავშირებით აქვთ.

“ადამიანურად ვწუხვარ, რომ ის პატიმრობაში აღმოჩნდა და სასამართლომ დაადგინა ბრალეულობა, დიდი ოდენობით საჯარო ფინანსების გაფლანგვასთან დაკავშირებით. ვხედავთ, რომ ოპოზიციის მხრიდან წარმოიშვა კითხვები და არაერთმა დაინტერესებულმა ადამიანმა გამოთქვა თავისი მოსაზრება. სწორედ ამიტომ, ჩვენ დღეს ევროპაში მაღალი დონის ვიზიტებზე, რომელიც კალაძემ და კობახიძემ გამართეს, ევროპარლამენტს შევთავაზეთ ფაქტების შემსწავლელი მისიის შექმნა და გამოგზავნა საქართველოში, რომელსაც ექნება სრული ხელმისაწვდომობა საქმის მასალებსა და გარემოებებზე. მზად ვართ და დაველოდებით მისიის დასკვნას. მესმის ის წუხილები, რაც იყო გამოთქმული. სხვათაშორის შემთხვევით არ არის, რომ ყველა ჩვენი პარტნიორი მხოლოდ დროსთან დაკავშირებით ამახვილებდა ყურადღებას. ეს საკითხი, ვფიქრობ, უნდა ამოიწუროს, მიუკერძოებელი მისიის დასკვნებით. არცერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში მართლმსაჯულება და სასამართლო არ ელოდება არჩევნებს-,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე