სტრასბურგში, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გიგი უგულავას მხარდამჭერი პლაკატები წარწერით -„გიგი უგულავა პოლიტიკური პატიმარია“ გაშალეს

სტრასბურგში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების სხდომაზე, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გიგი უგულავას მხარდამჭერი პლაკატები გაშალეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილისა და „ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის მიერ გაშლილ პლაკატებზე წარწერა „გიგი უგულავა პოლიტიკური პატიმარია“ იყო დატანილი.

სტრასბურგში გამართული შეხვედრების შეფასებისას პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი აცხადებს, რომ დასავლელ პარტნიორებს კითხვები, სხვა საკითხების გარდა, გიგი უგულავას დაკავების შესახებაც ჰქონდათ.

„გავაჟღერეთ სიახლე, რომ შეუძლიათ შექმნან ჯგუფი, რომელიც ჩამოვა საქართველოში და ადგილზე გაეცნობა ამ კონრკეტულ საქმესთან დაკავშირებით არსებულ მასალებს, რათა თავადაც დარწმუნდნენ, რომ დანაშაულის ჩამდენმა პირმა კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს