13 თებერვალს, ქუთაისის 20 სკოლაში საგაკვეთილო პროცესი შეწყდება

ქუთაისის სკოლების ნაწილში ხვალ სწავლა შეწყდება. მიზეზი "სოკარ გაზის" ცენტრალურ გამანაწილებელ ქსელში მომხდარი ავარიული შეფერხებაა.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მაია ცქიტიშვილის თქმით, ქალაქის მასშტაბით სასწავლო პროცესი 20 სკოლაში შეჩერდება. მისივე განმარტებით, მიმდინარეობს სამუშაოები და რადგან დაზუსტებით არ იყო ცნობილი, მოხდებოდა თუ არა ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენა, ამიტომ, სწავლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს. მისივე თქმით, გაცდენილი საათები შაბათ დღეს ანაზღაურდება.

სააღმზრდელო პროცესი, შესაძლოა, შეწყდეს ბაღების ნაწილშიც. ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების განცხადებით, თუ დილით გაზის მოწოდება არ აღდგება, ბავშვებს არ მიიღებენ.

დღეს "სოკარ გაზში" მომხდარი ავარიის გამო, ბუნებრივი აირი 44 000 აბონენტს და სტრატეგიულ ობიექტებს არ მიეწოდებოდა. ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება აღუდგა, ნაწილს ხვალ საღამომდე აღუდგება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა