ირაკლი ღარიბაშვილი ბულგარეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბულგარელ კოლეგასთან შეხვედრისას თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების გზები, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები და შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის განმტკიცების საკითხები განიხილა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი კრაზიმირ კარაკაჩანოვს ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში შეხვდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრის განცხადებით, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები, სტრატეგიული მზადყოფნა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით განხორციელებული რეფორმები ხელს უწყობს ურთიერთთავსებადობის გაზრდასა და ნატოში გაწევრიანებისთვის საქართველოს მომზადებას. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელებაში ბულგარეთის წვლილზე. საუბარი შეეხო საერთაშორისო სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობის საკითხსაც.

თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში ბულგარეთსა და საქართველოში გაცვლითი ვიზიტები განხორციელდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა