პროფკავშირების ინფორმაციით, სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომლები ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან აქციას გამართავენ

სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომლები ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან 13 იანვარს, აქციას გამართავენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროფკავშირებიდან აცნობეს, ფაბრიკის თანამშრომლები მოითხოვენ მათ მიერ 7 თვის წინ შეტანილი სარჩელების დროულად განხილვას და სამართლიანობის აღდგენას.

პროფკავშირების ცნობით, ტექსტილის კომპანია "ქუთექსმა" 2019 წლის ივლისის თვიდან მუშაობა შეწყვიტა და უარი თქვა დასაქმებულთა მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებაზე, მათ შორის, მათი ხელფასის ანაზღაურებაზე. ამჟამად, სასამართლოში "ქუთექსის" 84 თანამშრომელს სარჩელი აქვს წარდგენილი და 4 თვის სახელფასო ანაზღაურებას ითხოვენ.

"დასაქმებულები აცხადებენ, რომ სასამართლო დავის განმავლობაში შ.პ.ს. ,,ქუთექსის’’ ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, მოტყუებით ცდილობს გააკოტროს კომპანია და შუამავლების მეშვეობით თავადვე შეიძინოს სამკერვალო ფაბრიკის მოძრავი ქონება, რომელსაც ამჟამად დასაქმებულთა სასარგებლოდ ყადაღა ადევს. ამ გეგმის განხორციელების შემთხვევაში კი, ტექსტილის კომპანიის თანამშრომლები სახელფასო ანაზღაურების დავალიანების ამოღების პრაქტიკული შესაძლებლობის გარეშე რჩებიან.

ამ გეგმის განხორციელებას ხელს უწყობს ისიც, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ,,ქუთექსის’’ წინააღმდეგ სხვა მოსარჩელეების დავა, უჩვეულოდ სწრაფად დასრულდა, ხოლო მის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება ,,ქუთექსმა’’ არც კი გაასაჩივრა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ,,ქუთექსი’’ დაინტერესებულია სასამართლოში თანამშრომელთა დავის გადაწყვეტამდე დაიწყოს იძულებითი აღსრულების პროცესი და ფაბრიკის მოძრავი ქონება, აუქციონზე არაადეკვატურად იაფად თავადვე შეიძინოს.

დასაქმებულები აცხადებენ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მათი სარჩელების განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურება და მოსარჩელეთა შუამდგომლობებზე რეაგირების არ მოხდენა, ხელს უწყობს ,,ქუთექსის’’ კულუარული გეგმის განხორციელებას. ეს ყოველივე ქუთექსის თანამშრომლებს უჩენს მრავალ ლეგიტიმურ კითხვას, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს საკმარისზე მეტი საფუძველი აქვს გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან სხვაგვარად დააჩქაროს პროცესი. საყურადღებოა ისიც, რომ სხვა მოსარჩელემ ,,ქუთექსის’’ წინააღმდეგ დავა 3 თვეზე ნაკლებ დროში დაასრულა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

"ქუთექსის" თანამშრომლები მიმდინარე აღსრულების პროცესის შეჩერებასა და მათი სარჩელების დროულ განხილვას მოითხოვენ",-ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა