ბუნებრივი აირის შეწყვეტის გამო, ქუთაისში 20 სკოლასა და 17 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი ერთი დღით შეჩერდა

ქუთაისში 20 საჯარო სკოლასა და 17 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერდა. ბუნებრივი აირის შეწყვეტის გამო, განათლების რესურსცენტრმა სასწავლო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც განათლების რესურსცენტრში აცხადებენ, ქალაქის მასშტაბით, 20 სკოლას ვერ მიეწოდა ბუნებრივი აირი და ბავშვების უსაფრთხოების გამო სწავლა ერთი დღით შეწყდა.

„სწავლა ხვალ განახლდება. გაცდენილი დღე კი ერთ შაბათ დღეს ანაზღაურდება", -განაცხადეს რესურსცენტრში.

სავარაუდოდ, ხვალ განახლდება სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებშიც. ქუთაისში, „სოკარ გაზის“ გაზგამანაწილებელ ქსელში მომხდარი ავარიის გამო, ქალაქის თითქმის 60%-ს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. ნაწილს გაზმომარაგება გუშინ აღუდგა, დარჩენილი სამუშაოები, სავარაუდოდ, დღეს დასრულდება.

იხილეთ ვიდეო: ბუნებრივი აირის შეწყვეტის გამო, ქუთაისში 20 სკოლასა და 17 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა