ნათია თურნავა - სსფ-ის მისიის დადებითი შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანა პოზიტიურად და სწორად ვითარდება

მივესალმები, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით, ძალიან დადებითი შეფასება მისცა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და სტრუქტურულ რეფორმებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებაზე კომენტარისას.

ნათია თურნავას განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასება არის ძალიან დადებითი.

„პრაქტიკულად, 2019 წელს ეკონომიკური ზრდა ბევრად აჭარბებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პირვანდელ პროგნოზს. მოგეხსენებათ, სსფ-ის თავდაპირველი პროგნოზი იყო 4,6 პროცენტი, ხოლო რეალურად ეკონომიკურმა ზრდამ 5,2 პროცენტი შეადგინა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მაღალი ეკონომიკური ზრდის გარდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ხაზგასმით აღნიშნა ის მართლაც დიდი მიღწევა, რომელიც საგარეო სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას ეხება.

„იმპორტი პრაქტიკულად არ გაზრდილა, როდესაც ექსპორტი გაიზარდა საკმაოდ მაღალი ტემპპით - 12,4%ით. ინფლაცია, რომელიც გარკვეულ გამოწვევას წარმოადგენდა მთელი ეს თვეები, თანდათან კლებულობს და იგივე სავალუტო ფონდის შეფასებით, მიმდინარე წლის ბოლოსკენ თავის მიზნობრვ მაჩვენებელს დაუბრუნდება. მთლიანობაში ქვეყანა ვითარდება პოზიტიურად და სწორად. ინვესტორებს დიდი ნდობა აქვთ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ და ჩვენც ველოდებით, რომ წელსაც, მიუხედავად ყველა გამოწვევისა, ეკონომიკური ზრდა სავალუტო ფონდის პირვანდელ პროგნოზს გადააჭარბებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა