გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე „მეგატექნიკის“ მაღაზია გაქურდეს

გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე „მეგატექნიკის“ მაღაზია გაქურდეს. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა, გიორგი ქავთარაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მაღაზია დაახლოებით, ღამის 2 საათზე, სავარაუდოდ არასრულწლოვნებმა გაქურდეს. მისი ინფორმაციით, მათ დიდი ქვებით ვიტრინა ჩაამსხვრიეს და ამ გზით შევიდნენ მაღაზიაში. მისივე განცხადებით, ზარალი, დაახლოებით, 10 000 ლარამდეა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. უწყების ცნობით, საქმეზე ერთი პირია დაკავებული. მათივე ინფორმაციით, ნაქურდალი ტელეფონების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია