„ნაცმოძრაობის“ წევრი აცხადებს, რომ ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ნაპირსამაგრი სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა

ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ნაპირსამაგრი სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა, - ამის შესახებ აჭარის უმაღლეს საბჭოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გია აბულაძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც დეპუტატი განმარტავს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 100 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა პროექტი არ დასრულებულა.

გია აბულაძე საკითხით დაინტერესებისკენ აუდიტის სამსახურს მოუწოდებს.

"სახელმწიფო ბიუჯეტიდან 100 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა პროექტი არ დასრულებულა და რაც გაკეთდა არის უხარისხოდ შესრულებული. მივმართავთ აუდიტის სამსახურს, რათა დროულად მოხდეს შესწავლა აღნიშნული პროექტის, შეისწავლონ მისი ფინანსური და ტექნიკური მხარე", - აღნიშნა გია აბულაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა