გოგი წულაიამ ქუთაისის მერიასთან შეშა მიიტანა და ცეცხლის დანთება სცადა

პარტია „თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ, გოგი წულაიამ ქუთაისში ბუნებრივი აირის გათიშვა გააპროტესტა და მერიასთან შეშა მიიტანა. გოგი წულაია მერიის შენობასთან ცეცხლის დანთებას აპირებდა, თუმცა მას ამის საშუალება სამმართალდამცველებმა არ მისცეს. აღნიშნულს მცირედი დაპირისპირება მოყვა.

სამართალდამცველებმა გოგი წულაიას შეშა ჩამოართვეს და განუმარტეს, რომ ადგილზე ცეცხლის დანთება არ შეიძლება.

წულაიას განცხადებით, ქუთაიში 5 სანტიმეტრი თოვლია და ქალაქი აბსოლუტურად პარალიზებულია.

შექმნილ მდგომარეობაში წულაია პასუხისმგებლობას ქალაქის ხელმძღვანელობას აკისრებს.

„ხუთ სანტიმეტრ თოვლზე ქალაქი პარალიზებული იყოს, პური არ ცხვებოდეს, საბავშვო ბაღები და სკოლა იკეტებოდეს, გაზი და დენი არ იყოს, ეს არის კატასტროფა. ჩვენს მერს ნამუსი რომ ჰქონდეს, უნდა გადადგეს, რადგან ვერ უზრუნველყო მოქალაქეებისათვის ელემენტარული პირობების შექმნა. მინდოდა ცეცხლი დამენთო და მოსახლეობისათვის მომეწოდებინა, მოსულიყვნენ და გამთბარიყვნენ”, - განაცხადა წულაიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა