გია ვოლსკი უგულავას საქმეზე მისიის გამოგზავნაზე - მოულოდნელი არ იყო, რომ ოპონენტებმა სკეპტიკურად შეაფასეს და პრაქტიკულად უარი თქვეს ასეთი მისიის მიღებაზე - ეს იწვევს შეკითხვებს

ჩვენთვის არ იყო მოულოდნელი ის, რომ ოპონენტებმა სკეპტიკურად შეაფასეს და პრაქტიკულად უარი თქვეს ასეთი მისიის მიღებაზე. ეს იწვევს დამატებით შეკითხვებს, - ამის ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით, საქართველოში ევროპარლამენტართა შემადგენლობით ფაქტების შემსწავლელი მისიის გამოგზავნის თაობაზე განაცხადა.

გია ვოლსკი აღნიშნავს, რომ ეს თემა საერთაშორისო მსჯელობის საგანი მხოლოდ მას შემდეგ უნდა გახდეს, რაც კომპეტენტური დასკვნა იქნება გაკეთებული. პირველი ვიცე - სპიკერი ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს და აღნიშნა, რომ მათი სკეპტიკური შეფასებები კითხვებს ბადებს.

„უამრავი სპეკულაცია, განცხადებები, გაუგებრობა, შეუთანხმებელი პოზიციების გაჟღერება მოჰყვა გიგი უგულავას სასამართლოს დასრულებას და გამოტანილ განაჩენს. გადაწყდა, რომ შეიქმნება ევროპარლამენტართა შემადგენლობით ფაქტების დამდგენი მისია, რომელიც ჩამოვა საქართველოში და ამ საკითხებს სამართლებრივ-პოლიტიკური ასპექტით განიხილავს ჩვენთან ერთად და შესაბამის დასკვნებს გააკეთებს, თუ რა მოხდა.

ეს თემა უნდა გახდეს საერთაშორისო მსჯელობის საგანი მხოლოდ მას მერე, რაც კომპეტენტური დასკვნა იქნება გაკეთებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, აზრთა სხვადასხვაობა მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს და მის სტაბილურობას და ქმნის არასწორი ინფორმაციის გავრცელების წინაპირობას. ჩვენთვის არ იყო მოულოდნელი ის, რომ ოპონენტებმა სკეპტიკურად შეაფასეს და პრაქტიკულად უარი თქვეს ასეთი მისიის მიღებაზე. ეს იწვევს დამატებით შეკითხვებს. ამ პროცესში ხელის შეშლა და უარყოფითი განცხადებების გაკეთება - ოპონენტების მთავარი პოზიციის გამოხატულება- საკმაოდ მნიშვნელოვან შეკითხვებს უნდა ბადებდეს როგორც მედიაში, ასევე საზოგადოებაში. ასეთი მისიის ჩამოსვლა ჩვენთვის, თქვენთვის, საზოგადოებისთვის იქნება მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, მსგავსი მისიის შექმნის პრაქტიკა არსებობს, ამიტომ ოპოზიციის დამოკიდებულება ამ საკითხზე გაუგებარია.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე ევროპარლამენტარების მიერ გიგი უგულავას დაკავების საქმესთან დაკავშირებით საქართველოში მისიის გამოგზავნას სკეპტიკურად უყურებს.

როგორც დავით ბაქრაძე აცხადებს, გიგი უგულავა დაკავებულია პოლიტიკური ნიშნით, ამიტომ ნებისმიერი საერთაშორისო ჩართულობა მის პროცესში ძალიან კარგია. მისივე თქმით, საკითხის ასე დაყენება თავისთავად იმას ნიშნავს, რომ თვითონ „ქართული ოცნებაც“ კი აღიარებს, რომ გიგი უგულავასთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები არსებობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა