„შეცვალეს” წევრი - როდესაც მცემეს, საავადმყოფოს კარი დამიკეტეს და იმ დღეს არ ჩამიტარდა ექსპერტიზა - დღეს, როცა ცემის კვალი აღარაა, იძულებით წამომიყვანეს ექსპერტიზაზე

„შეცვალეს” ჩხოროწყუს ორგანიზაციის აქტივისტი დღეს ქუთაისის სამხარაულის ექსერტიზის ბიუროში შემოწმებაზე მიიყვანეს. ოთარ შენგელიას განცხადებით, 30 იანვარს ის „ქართული ოცნების" წევრმა სცემა, რის გამოც იმ დღესვე მივიდა საავადმყოფოში, მაგრამ მისი თქმით, საავადმყოფომ მას „კარი ჩაუკეტა და ჯანმრთელობის ცნობის აღება ვერ მოახერხა“.

ოთარ შენგელიას თქმით, დღეს, როდესაც ცემის კვალი აღარ არსებობს, ის იძულებით მიიიყვანეს ექსპერტიზაზე. „შეცვალეს" აქტივისტი ამ ფაქტს ორი დღის წინ ჯუმბერ იზორიასთვის მის მიერ მწვავე კითხვების დასმას უკავშირებს.

„როდესაც მცემეს, მივედი და საავადმყოფოს კარი დამიკეტეს. იმ დღეს არ ჩამიტარდა ექსპერტიზა. დღეს, როდესაც ცემის კვალი აღარაა, იძულებით წამომიყვანეს ქუთაისში ექსპერტიზაზე. ეს ხდება ჯუმბერ იზორიასთვის მწვავე კითხვების დასმის გამო და ამგვარად, ცდილობენ დამაშინონ. ჯუმბერ იზორია კონტრაბანდას მფარველობს და ცდილობს, ყველა გააჩუმოს“, - განაცხადა ოთარ შენგელიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს