ჟვანიას სახელობის სკოლამ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში „სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის“ წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

12-13 თებერვალს, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კერძოდ, ნინოწმინდაში, ახალქალაქსა და ახალციხეში სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიებები გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლიდან აცნობეს, ჟვანიას სკოლის დირექტორის მოადგილემ პაატა კლდიაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სერტიფიკატები „სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის“ 190 წარმატებულ კურსდამთავრებულს გადასცა. ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებმა სახელმწიფო ენის პროგრამის A1, A2, B1 და B1+ დონის სასწავლო კურსები გაიარეს. სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა როგორც რეგიონულ სასწავლო ცენტრებში, ისე მობილურ ჯგუფებში და მას ჟვანიას სკოლის კვალიფიციური ტრენერები უძღვებოდნენ.

„სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიებებს დაესწრნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟვანიას სკოლის თანამშრომლები, ტრენერები, ბენეფიციარები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა