ირაკლი კოვზანაძე USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და პროექტის - “დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა“ (GGI) წარმომადგენლებს შეხვდა,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს, მათ შორის კიდევ უფრო როგორ უნდა გაძლიერდეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შესაძლებლობები საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელებისას.

როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, USAD -თან ერთობლივი მუშაობის შედეგად, კომიტეტმა 2018-2020 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა უკვე დაამტკიცა. „ამ ეტაპზე დოკუმენტიდან გამომდინარე თანამშრომლობა გრძელდება კომიტეტის კანონშემოქმედებით და საზედამხედველო ფუნქციების წარმატებით განხორციელებისთვის. ჩვენ ზედამხედველობას ვუწევთ საბიუჯეტო და საფინანსო პროცესებს ქვეყანაში, ასევე უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო ინსტიტუტებს – ეროვნულ ბანკს, ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო აუდიტისა და დაზღვევის საზედამხედველო სამსახურებს“, -განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

პროექტი, რომლის მიზანია საქართველოში საჯარო ინსტიტუტების ადმინისტრაციული და ფინანსური მართვის გაუმჯობესება, მომავალშიც კონკრეტული აქტივობების სახით გაგრძელდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა