გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.

კომპანიის ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 თებერვალს 11:00 საათიდან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთში და დუშეთის რაიონის სოფლებში თანიანთკარი, კარიაულები, მეზვრიანთდაჩა, ნანიაანი და მიმდებარე სოფლებში, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე აბონენტებს სოფლებში ნახშირგორა, მსხალდიდი, ლისი, მუხათწტარო და მიმდებარე სოფელბში, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე მცხეთის რაიონის სოფლებში წეროვანი, კვლევითი და მიმდებარედ, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში სიონი და ორხევი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს