აივ ინფექცია,შიდსის და ტუბერკულოზის სფეროში მოღვაწე სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი გაიმართა

სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ აივ ინფექცია/შიდსის და ტუბერკულოზის სფეროში მოღვაწე სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ფორუმის მიზანია აივ/შიდსის, ტუბერკულოზისა და C ჰეპატიტის კონტროლის საკითხებში სამოქალაქო საზოგადოების როლის განხილვა, თემის მიერ დანახული გამოწვევების და საჭიროებების წარდგენა და მსჯელობა.

ფორუმი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ გახსნა. მისი თქმით, საქართველოში რა თქმა უნდა კვლავაც პრიორიტეტულია აივ/შიდსის, ტუბერკულოზისა და C ჰეპატიტის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები.

„ესენია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ძალიან მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც აქტუალურია არამხოლოდ ქვეყნის დონეზე, არამედ გლობალურად. მე მინდა ავღნიშნო, რომ ბოლო წლებში ძალიან გაძლიერდა ტუბერკულოზის სამოქალაქო პლატფორმა. ძალიან სერიოზული სამუშაო ტარდება ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანების დახმარებისთვის, რათა მათ წარმატებით დაასრულონ მკურნალობა. იგივე შეიძლება ითქვას შიდსით და С ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების მკურნალობაზე. აღნიშნული დაავადებების მართვისთვის და ეროვნული პასუხისთვის ქვეყანაში სრულიად უფასოდ ხდება მედიკამენტების მიწოდება პაციენტებისთვის, ასევე სრულიად უფასოა დიაგნოსტიკური გამოკვლევები და მიმდინარე მეთვალყურეობა. ეს პროგრამები დიდი ხანია წარმატებით მიმდინარეობს“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

უწყების ინფორმაციით, ღონისძიება აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა ქვეყნის ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს ორგანიზებით გაიმართა. აღნიშნული საბჭოს წევრია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა