პროკურორის ინფორმაციით, მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ გარდა 3 მოწმის ჩვენებისა, სხვა მოწმეთა ჩვენებებიც აქვთ, რომლებიც საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებზე საუბრობენ

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ კალანდიას საქმის პროკურორის ბესიკ ქვარცხავას განცხადებით, მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ გარდა 3 მოწმის ჩვენებისა, სხვა მოწმეთა ჩვენებებიც აქვთ, რომლებიც საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებზე საუბრობენ.

როგორც ბესიკ ქვარცხავა განმარტავს, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ საკუთარ დასკვნით სიტყვაში იმ მტკიცებულებებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ არსებობს.

„დასკვნით სიტყვაში მიმოვიხილეთ ყველა ის მტკიცებულება, რაც სასამართლო პროცესების მსვლელობისას მხარეთა მონაწილეობით იქნა გამოკვლეული. ეს ეხება მოწმეთა ჩვენებებს, კერძოდ, ჩვენს მიერ მიმოხილული იქნა დაახლოებით, 150-მდე მოწმის ჩვენება, ასევე ათეულობით ნივთიერი და ასეულობით წერილობითი მტკიცებულებები. გარდა იმ სამი მოწმისა, რომელზეც დაცვის მხარე აპელირებს, ჩვენ მიერ წარმოდგენილია არაერთი სხვა მოწმე გარდა მსჯავრდებულებისა, რომლებმაც დაადასტურეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. ეს ეხება 51-ე საჯარო სკოლის წინ მყოფი ბრალდებულ მ.კ.-ს მოქმედებებს, იმ ფაქტს, თუ რა ეჭირა მას ხელში. ეს ეხება უშუალოდ დანის ტარს, ასევე უშუალოდ ხორავას ქუჩა ნომერ 4-ში განვითარებულ მოვლენებს. მოწმეებმა ისაუბრეს და დაადასტურეს, თუ რა მოქმედებებს ახორციელებდა უშუალოდ დანის მსგავსი საგნის გამოყენებით მ.კ. შემთხვევის ადგილზე. ასევე, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ერთ-ერთ ეზოში რა ისაუბრა ბრალდებულმა მ.კ.-მ, თუ რა ჰქონდა მას ხელში. საერთო ჯამში, ეს მტკიცებულებები უნდა შეფასდეს და გვჯერა, რომ მას შემდეგ, რაც დაცვის მხარე წარმოადგენს დასკვნით სიტყვას, სასამართლო ერთობლიობაში შეაფასებს ყველა მტკიცებულებას და ერთადერთ, სამართლიან, კანონიერ და დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა ქვარცხავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა