„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, მაღალმთიან აჭარაში ელექტრომომარაგება პრაქტიკულად აღდგენილია

აჭარის სამ მაღალამთიან მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მიწოდება თითქმის მთლიანად აღდგენილია. როგორც "ენერგო-პრო ჯორჯიაში" განაცხადეს, უხვი ნალექის გამო, დაზიანებული ელექტრო გადამცემი ხაზების აღდგენა მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კომპანიის ინფორმაციით, აბონენტებს ელექტროენერგია შეზღუდვით მხოლოდ შუახევში ჭვანის ხეობაში და ქედის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში მიეწოდება.

"მაღალმთიან აჭარაში პრაქტიკულად ელექტრომომარაგება აღდგენილია. მიუხედავად რთული მეტეოროლოგიური პორობებისა ,,ენერგო-პრო” ჯორჯიას ტექნიკურმა ბრიგადება მოახერხეს სამივე მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის თითქმის სრულად აღდგენა. მცირე შეზღუდვებია ხულოში, დანისპარაულისა და რიყეთის აბონენტების ნაწილს დენი შეფერხებით მიეწოდება, შუახევში ამ დროისთვის დარჩენილია ჭვანის ხეობის ნაწილი, ქედაში კი დოლოგნის, დანდალოსა და აგარას აბონენტების ნაწილს შეზღუდვით მიეწოდებათ ელ.ენერგია",- განაცხადეს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.

ცნობისთვის, მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარი ერთ მეტრს აჭარბებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა