15-16 თებერვალს „ბაკურიანობა 2020“ აღინიშნება

15 - 16 თებერვალს დაბა ბაკურიანში „ბაკურიანობა 2020“ აღინიშნება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს, სადღესასწაულო პროგრამა დატვირთული იქნება მრავალფეროვანი სპორტული, კულტურული, სანახაობრივი და გასართობი აქტივობით.

მათი ცნობით, წელს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინიციატივით, პირველად გამოავლენენ და დააჯილდოვებენ „საპატიო ბაკურიანელებს“.

15 თებერვალს სპორტული შეჯიბრებები 12:00 საათიდან დაიწყება. ე.წ. ოცდახუთიანების მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება ტრამპლინიდან ხტომა. ბაკურიანის პარკი კი ჰოკეის უმასპინძლებს. Free style jumping show (შეჯიბრი თხილამურებით და თოვლის დაფით) 14:00 სთ-ზე დიდველის სპორტულ ტრასაზე დაიწყება, სადაც მონაწილეობას პროფესიონალი სპორტსმენები მიიღებენ.

16 თებერვალს 11:00 საათიდან რამდენიმე საათის განმავლობაში, წრიულის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება Off-road 5 კატეგორიაში. 13:00 საათზე თხილამურებით სირბილი დაიწყება. 12:00-15:00სთ-ზე კი „ჯოილენდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სახალისო საბავშვო თამაშობები გაიმართება.

სპორტულ შეჯიბრებეში გამარჯვებულები ბორჯომის მუნიციპალიტეტის სახელით თასებით, სიგელებით, მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

„საპატიო ბაკურიანელის“ დაჯილდოების ცერემონია 18:45 საათზე დაიწყება.

დღესასწაულს გალა კონცერტი დაასრულებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული ესტრადის ცნობადი/პოპულარული მომღერლები: თორნიკე ყიფიანი, მარიკო ლეჟავა, ზურა მოსიავა და ჯგუფი „No Comment“. კონცერტს დაასრულებს გრანდიოზული ფოიერვერკი.

„ბაკურიანობა“ ტრადიციული სახალხო ზეიმია. მას ადგილობრივები კურორტის სტუმრებთან ერთად ზამთრის სეზონზე 2 დღის განმავლობაში აღნიშნავენ. წელს „ბაკურიანობა“ 48-ედ გაიმართება. დღესასწაულს ორგანიზებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უწევს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო