მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბექა კვიციანი კვლავ პატიმრობაში რჩება

დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილი, რომელიც მეგობრის მკვლელობაზეა ბრალდებული, კვლავ პატიმრობაში რჩება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე კვიციანის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და მოსამართლე ალექსანდრე იაშვილის გადაწყვეტილებით, ის ძალაში დარჩა.

მოსამართლის განმარტებით, მხარეებს იმგვარი ახალი მტკიცებულება და ახალი გარემოება არ წარმოუდგენია, რომელიც პატიმრობის ძალაში დატოვებას გააქარწყლებდა.

ბრალდების მხარე კვიციანის მიმართ მკაცრი ღონისძიების ძალაში დატოვებას, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდა.

ცნობისთვის, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით მისი მეგობარი, დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილი, ბექა კვიციანი რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს. მას ბრალი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით აქვს წარდგენილი. ბექა კვიციანს ასევე ბრალი ედება დროებითი მოთავსების იზოლატორში პოლიციელებზე თავდასხმაში.

შემდეგი სასამართლო სხდომა 25 თებერვალს, 16:00 საათზე გაიმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა