ცოტნე გამსახურდიას მეუღლე და მისი უფლებადამცველი, საავადმყოფოს პალატაში მყოფი გამსახურდიას ფოტოს გავრცელებასთან დაკავშირებით, საზოგადოებას მიმართავენ

ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური და მისი უფლებადამცველი ჯაბა კვარაცხელია, საავადმყოფოს პალატაში მყოფი გამსახურდიას ფოტოს გავრცელებასთან დაკავშირებით, საზოგადოებას მიმართავენ.

„აღშფოთებული ვართ ჰოსპიტლის პალატაში ცოტნე გამსახურდიას ფოტოს არამართლზომიერი დანიშნულებით გადაღებისა და საჯაროდ, უპასუხისმგებლო გავრცელების გამო.

მოგმართავთ თხოვნით: ნუ წაახალისებთ ადამიანის უფლებების ხელყოფას. სანამ ცოტნე თავად არ გადაწყვეტს ამგვარი ფოტოს გავრცელებას, მანამდე მიზანშეწონილი არ არის პაციენტის პერსონალური მონაცემის მქონე ამგვარი გამოსახულების საჯაროდ გავრცელება. უმორჩილესად გთხოვთ, პატივი ვცეთ ცოტნეს პერსონალურ სივრცეს”, - აღნიშნულია მიმართვის ტექსტში.

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს. გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა