მეგობრის მკვლელობასა და პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ ბექა კვიციანს ბრალი სასამართლოს უპატივცემულობაზეც წაუყენეს

მეგობრის მკვლელობასა და პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ ბექა კვიციანს ბრალი სასამართლოს უპატივცემულობაზეც წაუყენეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით წინასასამართლო სხდომა ამ წუთებში დასრულდა.

სახელმწიფო ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დაცვის მხარემ სადაო გახადა.

ბექა კვიციანის ადვოკატის მუხრან ღურწკაიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მიაჩნია, რომ მას უკანონო ბრალი წაუყენეს, რის გამოც ის გაღიზიანდა, თუმცა, აცხადებს რომ მოსამართლისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ბექა კვიციანის მხრიდან სასამართლო პროცესზე მოსამართლის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას.

ბექა კვიციანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სასამართლოს უპატივცემლობას გულისხმობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა