ნათია თურნავა - გასულ წელს ჩვენმა სამინისტრომ ძალიან აამაღლა მუშაობის ტემპი - დავაჩქარეთ პრივატიზაცია, ლიცენზიების გაცემა, პროგრამამ „აწარმოე საქართველოში“ კი სამჯერ მეტ პროექტს დაუჭირა მხარი

ეკონომიკის სამინისტრომ გასულ წელს ძალიან აამაღლა მუშაობის ტემპი: ჩვენ დავაჩქარეთ - პრივატიზაცია, სხვადასხვა ლიცენზიების გაცემა, წიაღის დამუშავება და დღეს ვსაუბრობთ იმაზე, რომ 2019 წელს პროგრამამ „აწარმოე საქართველოში“ პრაქტიკულად, 3-ჯერ მეტ პროექტს დაუჭირა მხარი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ წლიური ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაციაზე.

როგორც მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ქართული ბიზნესის დახმარების კუთხით ერთ-ერთი მძლავრი ბერკეტია.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც 2014 წლიდან ფუნქციონირებს. ის უკვე იქცა ძალიან პოპულარულ და მძლავრ ბერკეტად, რითიც სახელმწიფო, კერძოდ, ეკონომიკის სამინისტრო ეხმარება ქართულ ბიზნესს, მცირე და საშუალო ბიზნესს“ - აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავამ დეტალურად ისაუბრა იმ გეგმებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომლებზეც პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2020 წელს იქნება ფოკუსირებული. ეკონომიკის მინისტრის თქმით, გამოიკვეთა რამდენიმე ახალი მიმართულება, მათ შორის: ტურისტული სერვისების, მეთევზეობის და კიდევ სხვა რამდენიმე დარგის განვითარებაა.

„მოხდა ახალი მიმართულებების გამოკვეთა, ეს არის ტურისტული სერვისები - არა მხოლოდ სასტუმროები, არამედ სხვადასხვა ტურისტული სერვისი. მათ შორის, ესაა ბალნეოლოგიური კურორტის აღორძინება-განვითარება; მეთევზეობის დარგის განვითარება, რომელიც დღეს საკმაოდ სავალალო ტექნიკურ მდგომარეობაშია და ჩვენ მას გვერდში დავუდგებით; ეს არის ჩვენი, ადგილობრივი წიაღისეულის, მათ შორის საშენი მასალების უფრო მეტი გადამუშავება, ქართული კერამიკისა და კერამიკული ნაწარმის წარმოება, რომელიც დიდი იმედი მაქვს, დიდწილად გამოდევნის ბაზრიდან იმპორტირებულ ანალოგებს და ძალიან კონკურენტუნარიანი გახდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა