წყალმომარაგების კომპანია ქუთაისში, დიდთოვლობით გამოწვეული ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების გამო შეფერხებული წყალმომარაგების აღდგენით სამუშაოებს აწარმოებს

ქუთაისში, წყალმომარაგების კომპანია, მის მფლობელობაში არსებული დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენით სამუშაოებს აწარმოებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს, დიდთოვლობამ მუხნარის წყლის სატუმბი სადგურის, მკვებავი ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა, საიდანაც ქალაქის ნაწილის წყალმომარაგება ხდება.

„ელექტროენერგიის გათიშვის გამო, მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდა. ამ დროისთვის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთიასის-სერვის ცენტრის ტექნიკური ჯგუფი, მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად აღდგენით სამუშაოებს ახორციელებენ. სამუშაოების დასრულებისთანავე, აბონენტებს წყლის მიწოდება აღუდგებათ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა