ზვიად შალამბერიძე - შევქმენით საგანგებო შტაბები და არსებული რესურსით, ყველა პრობლემაზე მყისიერად, საჭიროებიდან გამომდინარე ვრეაგირებთ

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ტყიბულის მუნიციპალიტეტში იმყოფება და არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა.

ზვიად შალამბერიძის განცხადებით, რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ყველა ქალაქსა და სოფელში გზების გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ახლაც გრძელდება.

„ბოლო ორი დღის განმავლობაში იმერეთის მასშტაბით უხვი ნალექი მოვიდა თოვლის სახით, ზოგიერთ მაღალმთიან სოფელში თოვლის საფარმა ერთ მეტრსაც გადააჭარბა. მიუხედავად ასეთი მეტეოროლოგიური პირობებისა, მთელი ღამის განმავლობაში და ახლაც ინტენსიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები ყველა სოფელსა და ქალაქში. გარდა ამისა, რეგიონში შეიქმნა პრობლემები ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით და გაზმომარაგებაზე, მაგრამ ყველა სამსახური მობილიზებულია. ჩვენ შევქმენით საგანგებო შტაბები სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, ასევე, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში და არსებული რესურსით, ყველა პრობლემაზე მყისიერად, საჭიროებიდან გამომდინარე ვრეაგირებთ“, - განაცხადა ჟურნალისტებთან იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.

იმერეთის რეგიონში რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა და ინტენსიურმა თოვამ გარკვეული პრობლემები შექმნა. მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 1 მეტრს გადააჭარბა, ხოლო დაბლობში 50–60 სმ-ს მიაღწია.

მხარის 12-ვე მუნიციპალიტეტში მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და ინტენსიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა