პარტია „სოციალ-დემოკრატების“ ორგანიზებით, საქართველოს რეგიონული განვითარების სტრატეგიის შესახებ კონფერენცია გაიმართა

პარტია „სოციალ-დემოკრატების“ ორგანიზებით, საქართველოს რეგიონული განვითარების სტრატეგიის შესახებ კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა პარტიის თავმჯდომარე, გია ჟორჟოლიანი და რეგიონების განვითარებაზე ისაუბრა.

„ეს კონფერენცია არის ერთ-ერთი იმ რიგში, რომელსაც ჩვენ სხვადასხვა მიმართულებებით ვატარებთ. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება რეგიონების განვითარება და რეგიონების განვითარებისადმი სხვადასხვა მიდგომებია. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც ყოველთვის ხაზს ვუსვამდით და მიგვაჩნია, რომ დაძრავს არსებულ ვითარებას არის ის, რომ ჩვენ თანმივდევრულად უნდა წარვმართოთ ეს პოლიტიკა. დღევანდელი დისკუსია, შეხვედრა ეძღვნება სწორედ იმ მეთოდოლოგიებს, რომლებიც ფართოდ გამოიყენება ამ მიმართულებით. არის ე.წ. კლასტერული მიდგომები, ასევე ე.წ. ჭკვიან რეგიონს რასაც ეძახიან, ტექნოლოგიური პლატფორმები რეგიონებისთვის და ასე შემდეგ. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი შეხვედრა გვქონდა რეგიონში და რა თქმა უნდა, ადამიანები ძალიან საქმიანად, დიდი ინტერესით ეცნობიან ამ მიდგომებს. ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ კიდევ უფრო ფართოდ განვიხილოთ ეს საკითხები. საქმე ისაა, რომ ძალიან სერიოზული სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა არსებობდეს, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს. ეს არის განვითარების საბჭო, რომელიც ამ საკითხებით დაკავდება.

წინა მოწვევის პარლამენტის დროს გვქონდა მცდელობა, რომ სპეციალურად ქვეყნის და მათ შორის რეგიონების განვითარების საბჭო შექმნილიყო. ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონების კომპლექსური ეკონომიკური განვითარება და შემდეგ ამის პარალელურად უნდა წარიმართოს განათლებისა და ჯანდაცვის სფეროს იმ უთანასწორობის აღმოფხვრა, რომელიც დღეს რეგიონებს შორის არის. განათლების, ჯანდაცვის ხარისხი უნდა აიწიოს, ეკონომიკა უნდა განვითარდეს საზოგადოდ, მათ შორის ისეთი ეკონომიკა შეიქმნას, რომელიც მაღალ ანაზღაურებად სამუშაო ადგილებს შექმნის.

სოფლის მეურნეობის მიმართულებით მნიშვნელოვანი შესაძლობები არის, რომელიც ამოქმედებული არ არის. შესაძლებელია ბევრად უკეთესი მდგომარეობის შექმნა, ვიდრე დღესაა“, - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა