რუსეთში რუსული BBC-ის, „რადიო თავისუფლების“ და „მედუზას“ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

რუსეთის ანტი-ნარკოტიკულმა პოლიციამ რუსული BBC-ის, „რადიო თავისუფლების“ და „მედუზას“ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, მას შემდეგ რაც გავლენიანი გამოცემები გარკვეულმა დეპუტატებმა ნარკოტიკების მოხმარების პროპაგანდაში დაადანაშაულეს. ინფორმაციას The Moscow Times-აქვეყნებს.

სახელმწიფო დუმის დეპუტატის ვასილი პისკარიოვის თქმით, მედიასაშუალებები „აქტიურად აშუქებენ“ მსგავს თემებს და მათი ქმედებები უნდა შეიზღუდოს.

„უცხოური გავლენები მიზნად ისახავს, რომ გაიზარდოს ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა, განსაკუთრებით ბავშვების. ეს საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოგრაფიულ ზრდას და რუსი საზოგადოების მცდელობას შეინარჩუნოს ტრადიციული მორალური ღირებულებები“,-განაცხადა პისკარიოვმა.

რუსეთის ანტი-ნარკოტიკული პოლიციის ხელმძღვანელის თქმით, ინსპექტირება ტარდება რუსული BBC-ის, „რადიო თავისუფლებისა“ და „მედუზას“ ოფისებში.

ცნობისთვის, რუსეთის დუმამ ჩამოაყალიბა სპეციალური კომისია რუსეთშის შიდა საკითხებში უცხოეთი ჩარევასთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც მოსკოვში მასობრივი ანტისამთავრობო აქციები გაიმართა. მას შემდეგ კომისიამ არაერთხელ დაადანაშაულა უცხოური საინფორმაციო საშუალებები, აშშ – ს დიპლომატები და Google– ი, რომ ისინი ხალხს ახალისებდნენ, გამოსვლებს შეერთებოდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა