თურქული ჯაზ ბენდი „ანატოლიის ჰანგები - Ney in Ethno Jazz” თბილისში კონცერტს გამართავს

თურქული ეთნო-ჯაზ ბენდი 18 თებერვალს თბილისში კონცერტს გამართავს. Ney in Ethno Jazz და ბურჯუ ქარადაღი მსმენელს მუსიკალურ ექსპერიმენტზე იწვევენ. ფორტეპიანოს, დრამის, ნეის (თურქული საკრავი), ბალაბანისა და კონტრაბასის ერთიანობით, მუსიკოსები მსმენელს, ეთნომუსიკისა და ჯაზის სრულიად გამორჩეულ სინთეზს სთავაზობენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ანატოლიის ჰანგების ჯაზთან შერწყმულ მუსიკას, კონსერვატორიაში მისულ მაყურებელს ის ვარსკვლავები შესთავაზებენ, რომლებსაც წარმატებული სოლო კარიერა აქვთ, როგორც თურქეთში ასევე მის ფარგლებს გარეთ.

პროექტის ორგანიზატორია, იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი საქართველოში, რომლის მიზანიც არის თურქული კულტურის პოპულარიზაცია მსოფლიოში. პროექტის სახელწოდებაა „ანატოლიის ჰანგები - Ney in Ethno Jazz”.

„მუსიკოსებმა თურქული ეთნო-ჯაზ კონცერტები გამართეს: აშშ-ში, საფრანგეთში, იტალიაში, შვეიცარიაში, გერმანიაში, ლუქსემბურგში, იაპონიაში, ეგვიპტეში, ტუნისში, ომანში, ინდოეთში, აზერბაიჯანში, ალჟირში, დუბაიში და ყაზახეთში. საქართველოს შემდეგ ბენდის სოლისტი ბურჯუ ქარადაღი კონცერტს აშშ-ში გამართავს.

ბურჯუ ქარადაღი - ერთადერთი ქალი შემსრულებელია მთელს მსოფლიოში, რომელიც პროფესიულ დონეზე ფლობს თურქულ ტრადიციულ ინსტრუმენტს ნეის.

ეთიბარ ასადლი - ახალგაზრდა აზერბაიჯანელი პიანისტი, რომელიც პარიზში მოღვაწეობს. ექინ ჯენგიზქანი- დრამერი, რომელსაც „კავკასიის სუნთქვას“ ეძახიან. ალაფსარ რაჰიმოვი - ბალაბანისა და თუთექის (ჩასაბერი საკრავები) ოსტატი. პიერ თომას ფრიდომი - ბასისტი, რომელის წარმატებით მოღვაწეობს პარიზში.

ჯაზის ისტორია თურქეთში 30-იან წლებში დაიწყო. ჯაზი თურქეთში თავიდან საცეკვაო ორკესტრებისა და პატარა მუსიკალური ჯგუფების სახით გამოჩნდა, მოგვიანებით კი სალონურ მუსიკად იქცა. თურქულ ჯაზს თავისი ხმებით განსხვავებული ენერგია შემატეს ისეთმა ხელოვანებმა, როგორებიც არიან : სევინჩ თევსი და აითენ ალფამენი. მათ მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით თანამედროვე თურქული ჯაზ-ვოკალის განვითარებასა და ახალი სოლისტების აღზრდაში.

კონცერტი 20:00 საათზე, თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა