საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში USAID-ის დირექტორთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორს, პიტერ უიბლერს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუს“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციიდან აცნობეს, ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ USAID-ის ხელმძღვანელს ასოციაციის 2020 წლის გეგმები და კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით მოსაზრებები გააცნო.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო ბიზნეს გარემო და ამ კუთხით არსებული გამოწვევები. საუბარი შეეხო რეგულაციებს და საკანონმდებლო ინიციატივებს, რომელიც ასახვას პოვებს ბიზნესსა და მის გადაწყვეტილებებზე. ასევე განხილეს პროექტები, რომლის ფარგლებშიც BAG და USAID გეგმავენ სამომავლო თანამშრომლობას.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან. მოხარული ვარ, რომ USAID-თან თანამშრომლობა კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადადის და ვიმედოვნებთ, რომ დღევანდელი შეხვედრა გახდება ახალი საინტერესო პროექტების საწინდარი“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა