ოთარ კახიძე - თავხედობას პასუხი გასცა ევროპარლამენტმა - ივანიშვილის მხრიდან ჩვენი დასავლელი პარტნიორების სიცრუეში შეყვანა დასრულდა

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის ინფორმაციით, ევროპარლამენტარები ტექსტში რამდენიმე შესწორების შეტანას ითხოვნდნენ, რომელიც 2018 წლის არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებს, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნასა და ანაკლიის პორტს ეხებოდა.

როგორც ოთარ კახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ ამ შესწორებებს არ დაუჭირა მხარი „ქართულმა ოცნებამ“.

„ევროპარლამენტარები ითხოვდნენ ტექსტში იმ შესწორებების შეტანას, რომელიც ეხებოდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების აღნიშვნას, რომ მომავალში ეს დარღვევები აღარ განმეორდეს, ეხებოდა მედიის წარმომადგენლებისა და მედიის მფლობელების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს და გამოთქვამდნენ შეშფოთებას, რომ არ უნდა იყოს გამოყენებული მართლმსაჯულება მედიის წინააღმდეგ, ეხებოდა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მიმდინარე სსკ-ს საქმეებს, ძველ საქმეებს, რომლებიც ახლა ჩამოიღეს თაროებიდან და გიგი უგულავას დაპატიმრებას, ეხებოდა ანაკლიის პორტის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის და სურვილს, რომ ეს პროექტი განხორცილედეს, ყველა ეს შესწორება ჩააგდო „ქართულმა ოცნებამ“. გაუგებარიც არის მოტივაცია, რატომ მოიქცნენ ასე, ვინაიდან შესწორებების ტექსტი ეხებოდა ვითარების აღწერას და სურვილს, რომ არ გაგრძელდეს ასე. რა შეიძლება საწინააღმდეგო გქონდეს ამ ტიპის მეგობრული შენიშვნების თუ თხოვნების, ჩემთვის არის გაუგებარი და ამ თავხედობას და უტიფრობას მოჰყვა ევროპარლამენტის პასუხი“, - განაცხადა კახიძემ.

მისივე თქმით, ამის საპასუხოდ ევროპარლამენტმა „ოცნების“ მომზადებული განცხადების პროექტი ჩააგდო.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებები, თითქოს ოპოზიციამ ჩაუგდო შესწორებები და მათი ტექსტი, არის უბრალოდ ტყუილი. საზღვარი ხომ უნდა ჰქონდეს ტყუილს? ასეთი მარტივად გადამოწმებადი ტყუილების ტირაჟირება როგორ შეიძლება? ჩაუგდეს ევროპარლამენტარებს ეს ტექსტები და შემდგომ უთხრეს, რომ აი, ეს რეზოლუცია მიიღე, ეს დეკლარაცია მიიღე, ამ შესწორებების გარეშე, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არისო და ამ თავხედობას პასუხი გასცა ევროპარლამენტმა და პირველად საქართველო-ევროკავშირის ისტორიაში, ჩავარდა საერთო დეკლარაცია. ეს არის „ქართული ოცნების“ მხრიდან საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ყველა იმ შესწორების ჩაგდება, რომელიც ევროპარლამენტარებმა დააყენეს, თავი დავანებოთ ჩვენს შესწორებებს, ჩვენი შესწორებები ჩააგდეს, გავიგე, პოლიტიკური ოპონენტები არიან, მაგრამ საქართველოს მეგობრების შესწორებები რატომ ჩააგდეს? რა აქვთ საწინაღმდეგო მაგალითად იმის, რომ 2018 წელს რომ მასობრივი მოსყიდვის სქემა აამუშავა ივანიშვილმა, ეს რომ აღარ მოხდეს წელს არჩევნებზე, აპირებენ ისევ არჩევნების მოსყიდვას თუ რატომ არიან წინააღმდეგი იმის ჩაწერის, რაც ეუთო-ს დასკვნიდან გამომდინარე მოწოდებულია ევროკავშირს მხრიდან, რომ აღარ გაიმეოროთ ეს და ყველაფერი გააკეთეთ, რომ არ დაირღვეს ეს პრინციპები, რაც სამართლიან არჩევნებს ეხება“, - აღნიშნა კახიძემ.

მისი თქმით, „დასრულდა ივანიშვილის მხრიდან ჩვენი დასავლელი პარტნიორების სიცრუეში შეყვანა“. მისივე განცხადებით, მათ იციან სიმართლე და არიან ქართული დემოკრატიისა და ქართული საზოგადოების გვერდით.

შეგახსენებთ, სტრასბურგში, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, ერთობლივი განცხადების ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განაცხადეს, ევროპარლამენტმა „ოცნების“ მომზადებული განცხადების პროექტი ჩააგდო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა