დიდთოვლობის გამო, ტყიბულის მუნიციპალიტეტში ტრანსპორტი შეფერხებით მოძრაობს

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, თოვლის საფარი ერთ მეტრზე მეტია, რის გამოც შეფერხებით მოძრაობს ავტოტრანსპორტი როგორც ქალაქის, ასევე სოფლების მიმართულებით. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ რეგიონული კორესპონდენტი იტყობინება.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ამ დრომდე არ არის გაწმენდილი შიდა სასოფლო გზები, ვერ მოძრაობს ტრანსპორტი და ფაქტობრივად გადაადგილება შეუძლებელია.

როგორც ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, დიდთოვლობის გამო, გზების გაწმენდითი სამუშოები დილიდან დაიწყო.

მათივე ცნობით, მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, რომლის საშუალებითაც იწმინდება ქალაქის ცენტრალური, შიდა საუბნო და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები.

„ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურ ყურადღებას იჩენს მუნიციპალიტეტში შემავალი ყველა სოფლის მიმართ და არსებული რესურსის გამოყენებით ატარებს შესაბამის ღონისძიებებს დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად“, - აცხადებენ მერიაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა