ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენში კანადელ კოლეგას შეხვდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციაში კანადის ჩართულობა და სამხედრო წვრთნებისა და განათლების სფეროში თანამშრომლობა - ეს ძირითადი საკითხები განიხილა ირაკლი ღარიბაშვილმა კანადის ეროვნული თავდაცვის მდივანთან, ჰირჯატ საჯანთან შეხვედრაზე.

საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკურ პრიორიტეტებზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აქცენტი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე, სტრატეგიულ მზადყოფნასა და საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე გააკეთა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს პროცესი საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრების აქტიურ მხარდაჭერას მოითხოვს. ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღინიშნა კანადასთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მზარდი დინამიკა.

მათივე ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა კანადის ეროვნული თავდაცვის მდივანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და თავდაცვის სფეროში კანადასთან მნიშვნელოვან პარტნიორობაზე გაამახვილა ყურადღება. მან ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვან ფაქტორად საქართველოში ნატო-ს მეტი ჩართულობა დაასახელა და კანადის ეგიდით დაგეგმილი სწავლების “Maple Arch” საქართველოში ჩატარების მნიშვნელობა აღნიშნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა