ენერგოომბუდსმენი გორში მცირე საოჯახო ტიპის სასტუმროების მფლობელებს შეხვდა

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი გორში მცირე საოჯახო ტიპის სასტუმროების მფლობელებს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ენერგოომბუდსმენის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით გაიმართა.

მათივე ინფორმაციით, სალომე ვარდიაშვილმა ე.წ. წყლის ჰიბრიდული ტარიფის და გაზის ტარიფის რეგულაციების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა, რაც მცირე მეწარმეებისთვის ინტერესის ძირითად თემას წარმოადგენდა.

„მომხმარებლებმა ჰიბრიდული ტარიფის ნორმების დარღვევებზე და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ არასათანადო ქმედებებზე ისაუბრეს. დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრებები აღნიშნული რეგულაციის ცვლილებებთან დაკავშირებით. მოქალაქეებმა ოფიციალური განცხადებითაც მიმართეს ენერგოომბუდსმენს და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს.

შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს მიმართოს ენერგოომბუდსმენის აპარატს განცხადებით, ასევე სამართლებრივი კონსულტაციების მისაღებად. ენერგოომბუუდსმენის სამსახურის ნებისმიერი მომსახურება უსასყიდლოა“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა