თბილისის ოპერის თეატრი გაეტანო დონიცეტის ოპერა „სიყვარულის ნექტარის“ პრემიერისთვის ემზადება

თბილისის ოპერის თეატრი გაეტანო დონიცეტის ოპერა „სიყვარულის ნექტარის“ პრემიერისთვის ემზადება.

„ეს დადგმა წარმოადგენს Auditorio de Tenerife-ს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრისა და ბოლონიის Teatro Comunale-ს თანაპროდუქციას და პროექტის Opera(e)Studio“-ს კულმინაციას. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა“ თანადაფინანსებით. ახალგაზრდა ვოკალისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და მათი ჩართულობა საოპერო დადგმაში - ეს არის მთავარი მიზანი რისთვისაც სამი ქვეყანა გაერთიანდა პროექტის ფარგლებში,სწორედ ამ მიზნით გასულ წელს იტალიაში, საქართველოსა და ესპანეთში ჩატარდა ახალგაზრდა მომღერლების მოსმენები, სადაც მონაწილეობა მიიღო 181-მა შემსრულებელმა მსოფლიოს 33 ქვეყნიდან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორ შეირჩა სპექტაკლის შემადგენლობა და რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი საქართველოსთვის, ამის შესახებ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე საუბრობს.

„ამ პროექტის გამარჯვება და სამ თეატრს შორის მჭიდრო, ხანძლივი თანამშრომლობა ძალზედ მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია ქართველი მომღერლების ჩართულობა პროექტში, ახალგაზრდებს უნდა დავუთმოთ გზა, შევუწყოთ ხელი. შესარჩევი მოსმენები ჩატარდა ტენერიფეში, მადრიდში, ბოლონიაში და თბილისში. 181 მსურველიდან პროექტისთვის შეირჩა 10 მონაწილე მსოფლიოს 7 ქვეყნიდან და მათ შორის ქართველი ახალგაზრდა ბანი. უკვე მეოთხე წელია ოპერისა და ბალეთის თეატრის ხელმძღვანელი ვარ და მიხარია, როდესაც შევდივარ დარბაზში და სავსეა მაყურებლით, როდესაც ყველა ბილეთი გაყიდულია და ხალხი მოდის ოპერაში“, - განაცხადა ბადრი მაისურაძემ.

„ქართველი ბანი, გივი გიგინეიშვილი ერთერთი მათგანია, რომელიც პროექტის სამხატვრო საბჭომ მოსმენების შედეგად შეარჩია.

„ამ პროექტში საქართველოდან მხოლოდ მე ვარ ჩართული და საოცრად ბედნიერი ვარ. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე მასტერკლასებიდან. ვფიქრობ ყველა ახალგაზრდა მომღერლისთვის საუკეთესო ტრამპლინია კარიერის დასაწყებად. ტენერიფეს საოპერო თეატრში უკვე გაიმართა დონიცეტის „სიყვარულის ნექტარი“-ს პრემიერა და ორმა შემადგენლობამ 4 სპექტაკლი ვიმღერეთ. ძალიან მეგობრული გარემო იყო, სხვადასხვა ქვეყნიდან შეკრებილი ახალგაზრდები დავმეგობრდით და ერთ ოჯახად ვიქეცით. ახლა მე, როგორც ქართველი მონაწილე, ვარ უცხოელების მასპინძელი, საქართველოში ჩამოდის როგორც სადადგმო ჯგუფი, ისე მომღერლები და ჩვენთან 26 თებერვლიდან „სიყავრულის ნექტარი“-ს 4 სპექტაკლი გაიმართება, შემდეგ კი მარტში ბოლონიაში გავემზავრებით და 6 სპექტაკლით დავარგვირგვინებთ ამ პროექტს”,- აცხადებს გივი გიგინეიშვილი.

„პროექტი Opera(e)Studio მიზნად ისახავს როგორც ახალგაზრდა ვოკალისტების პროფესიულ განვითარებას, ასევე ახალგაზრდა მაყურებლის მოზიდვას. პროექტი რამდენიმე ეტაპს მოიცავს. სამივე მონაწილე ქვეყანაში შერჩეულ სოლისტებს უტარდებათ მასტერ-კლასები და ისინი მონაწილეობენ სხვადასხვა აქტივობებში, როგორებიცაა: კონცერტები ადგილობრივ უმაღლეს სასწავლებლებში, კონფერენციები სტუდენტებისთვის თეატრებში და სხვა ალტერნატიულ სივრცეებში, ღია კარის დღეები სტუდენტებისთვის. ევროკავშირითან ერთად პროექტს მხარს უჭერს „შემოქმედებითი საქართველო“ და იტალიის საელჩო საქართველოში.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, „სიყვარულის ნექტარი“ ნაჩვენები იქნება 26,27,29 თებერვალს და 1 მარტს, რის შემდეგაც სპექტაკლი იტალიაში გაემგზავნრება”,-აცხადებს რუსუდან მაცაბერიძე, პროექტის ხელმძღვანელი საქართველოში.

სპექტაკლის დირიჟორები არიან - კახი სოლომნიშვილი და ლევან ჯაგაევი, სცენოგრაფი - სერენა როკო, კოსტიუმების მხატვარი - ლორენა მარინი, განათების მხატვარი - ვირჯინიო ლევრიო.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა