ირაკლი ღარიბაშვილი - თავდაცვის სფეროში აშშ-თან უპრეცედენტო დონის თანამშრომლობა გვაქვს

ერთხმად აღინიშნა, რომ თავდაცვის სფეროში ამერიკასთან გამორჩეული ურთიერთობა გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში აშშ-ის თავდაცვის მდივანთან მარკ ესპერთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე იმ დახმარებასა და წვლილს აფასებს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზებასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში მიუძღვის.

„შეხვედრაზე აღვნიშნეთ ჩვენი ქვეყნის მონაწილეობის მნიშვნელობა ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“. მოვისმინეთ ძალიან ბევრი კომპლიმენტი ჩვენი ჯარისკაცების მიმართ ამერიკის თავდაცვის მდივნის მხრიდან. ყველა ერთხმად აღიარებს ჩვენი სამხედროების პროფესიონალიზმს, მათი მომზადების მაღალ დონეს, რომელიც პრაქტიკულად სრულად მოდის თანხვედრაში ნატო-ს სტანდარტებთან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში გამართული თავდაცვის მინისტერიალიც შეაფასა და განმარტა, რომ ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობის მნიშვნელობას ყველა პარტნიორი ქვეყანა აღნიშნავს.

„საქართველოს თავდაცვის ძალებიდან 870 სამხედრო არის წარმოდგენილი ავღანეთის სამშვიდობო მისიაში და ჩვენ ამ რაოდენობას შევინარჩუნებთ. ყველა პარტნიორი ქვეყანა ერთხმად აღნიშნავს, რომ ჩვენი მონაწილეობა სამშვიდობო მისიაში უაღრესად მნიშვნელოვანია. ხმამაღლა შეიძლება ითქვას, რომ თავდაცვის სფეროში ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო ურთიერთობა და თანამშრომლობა აშშ-სთან და ნატო-ს წევრ ქვეყნებთან. თანამშრომლობის ასეთი დონე, როგორიც ახლა გვაქვს არ ყოფილა ბოლო წლების განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის თავდაცვის მდივანს მარკ ესპერს შეხვდა. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი დაესწრნენ.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა