აუდიტის სამსახურმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ უსახლკარო პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამაში ხარვეზები გამოავლინა

აუდიტის სამსახურმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ უსახლკარო პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამაში ხარვეზები გამოავლინა. როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული, პროგრამის ხარვეზებით წარმართვის შედეგად, ვერ მოხდა პროგრამის ძირითადი ამოცანების შესრულება.

აუდიტის სამსახურის დასკვნით, იმ პირობებში, როცა მუნიციპალიტეტი ვერ უზრუნველყოფს ყველა ბენეფიციარისათვის სათანადო საცხოვრებელი პირობების შექმნას, აშენებულია სახლები, რომლებიც საცხოვრებლად არ გამოიყენება; შეუსრულებელი და ხარვეზებით განხორციელებული სამუშაოები დადასტურებულია მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელი პირებისა და საექსპერტო ორგანიზაციების მიერ.

„2017-2018 წლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ახორციელებდა უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი პირების შერჩევას და მათთვის საკუთარ ეზოში სახლის აშენებას. შესამოწმებელ პერიოდში მუნიციპალიტეტმა 11 ელექტრონული ტენდერის საშუალებით შეისყიდა და დააფინანსა სულ 47 სახლის მშენებლობა, ღირებულებით – 995.8 ათასი ლარი. საცხოვრებელი სახლების მშენებლობა განახორციელეს შპს „ევრომშენი 999“-მა, შპს „ემ კა ინშაათმა“ და შპს „ბუხამ“.

სახლების მშენებლობის შესყიდვის პროცესის შესწავლისა და ობიექტების დათვალიერების შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები:1.ობიექტების დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ სოფლებში: კახათში, ცაიშსა და ჭითაწყარში, აღნიშნული პროექტის ფარგლებში აშენებული სახლები, დაკეტილა და საცხოვრებლად არ გამოიყენება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი შერჩევის პრინციპით და კონტროლის მექანიზმებით ვერ გამოვლინდა შესაფერისი ოჯახები. სახლების მშენებლობაზე დახარჯულია სულ 50.4 ათასი ლარი, რომელიც ფაქტობრივად არაეფექტიანი ხარჯია, რადგან პროგრამის მიზანი − საჭიროების მიხედვით საცხოვრისით დაკმაყოფილება, ვერ იქნა მიღწეული. 2. სოფლებში: ორსანტიაში, შამადელასა და კოკში სახლები ააშენა შპს „ევრომშენი 999“-მა. წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლით და ობიექტების დათვალიერებით გამოვლინდა, რომ სამუშაოების ნაწილი არ შესრულებულა, ნაწილი კი განხორციელდა ხარჯთაღრიცხვით დადგენილი პარამეტრების შეუსაბამოდ. აღნიშნული სამუშაოები დადასტურებულია მუნიციპალიტეტის ინსპექტირების ჯგუფის დასკვნით, რომელსაც ხელს აწერს ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი.3. სოციალური სახლების დათვალიერებით გამოვლინდა, რომ 47-დან 2 სახლის მშენებლობის ხელშეკრულება შეწყვეტილია. მუნიციპალიტეტს არ დაუსრულებია ამ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოები. 17 სახლის მშენებლობა შესრულებულია ხარვეზებით. კერძოდ, მუნიციპალიტეტმა ზოგიერთი სახლისათვის ჩაიბარა შეუსრულებელი ან არასათანადოდ შესრულებული სამუშაოები და გასცა მოთხოვნილი დაფინანსება. აღნიშნული სამუშაოები მიმწოდებლების მიერ დარღვევით არის ასახული შესრულებული სამუშაოების აქტებში და დადასტურებულია საექსპერტო დაწესებულების მიერ – შპს „თი აი ეი ჯი აუდიტესკორტი“, შპს „არდა" და შპს „საქართველოს ექსპერტთა კოლეგია“, - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა